logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მოსწავლეები ტუბერკულოზის წინააღმდეგ

ტუბერკულოზით საქართველოში ყოველწლიურად 190-მდე ადამიანი იღუპება. სტატისტიკური მონაცემებით, წელიწადში ტუბერკულოზის ექვსი ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. "ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის" ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დაიწყო "სასკოლო ტუბ-პროექტი," რომელიც ითვალისწინებს სკოლის სამედიცინო და პედაგოგიური პერსონალის გათვითცნობიერებას ფთიზიატრიის (კერძოდ, ტუბერკულოზის) დარგში.
პროექტის ფარგლებში თბილისის ყველა რაიონიდან 400-მდე მასწავლებელი გადამზადდა, წელს იგეგმება რეგიონების პედაგოგების გადამზადებაც.
ღონისძიებაზე მოსწავლეები ტუბერკულოზით გარდაცვლილ ახალგაზრდა პოეტ ლადო ასათიანსა და ე.წ. "თეთრი ყვავილის" აქციას გაიხსენებენ. ეს აქცია 1908 წელს ჭლექით დაავადებულთა დასახმარებელად გრიგოლ ორბელიანმა ჩაატარა, რომელიც გამხმარი გვირილის გაყიდვით დასრულდა. შემოსული თანხით კი აბასთუმნის სანატორიუმი აშენდა.
ამავე პროექტის ფარგლებში გუშინ თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრალიზებული აქცია გამართეს.
"აქცია-სპექტაკლი, რომელიც ჩვენმა მოსწავლეებმა დადგეს, მათ მიერვეა დაწერილი. ბავშვებმა თავიანთი შეხედულებები სპექტაკლის სახით შემოგვთავაზეს. მანამდე სპეციალური გაკვეთილები ჩაუტარდათ და მიიღეს სრული ინფორმაცია ტუბერკულოზის შესახებ. დღეს მათ უკვე იციან, როგორ უნდა დაიცვან თავი ამ დაავადებისგან," - აღნიშნა 67-ე სკოლის ექიმმა ნატალია მიქელაძემ.
როგორც ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა სანიკიძემ აღნიშნა, ბოლო წლებში ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამამ გარკვეულწილად მიაღწია შედეგს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოხდა დაავადების სტაბილიზება. თუმცა, მოიმატა იმ ფორმებმა, რომლებიც გაცილებით რთული სამკურნალოა.
"გვინდა, მოსახლეობის ყველა ფენამ გააცნობიეროს ტუბერკულოზის სიმპოტომები და იცოდნენ იმ პროგრამების შესახებ, რაც ამ დაავადების უფასო მკურნალობას გულისხმობს. 67-ე სკოლაში გამართულ სპექტაკლსაც ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა. ბავშვებმა არაჩვეულებრივად წარმოაჩინეს დაავადების არსი და მისი მკურნალობის გზები," - განაცხადა ეკა სანიკიძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ბავშვებმა იცოდნენ, რომ, თუკი მათი ოჯახის წევრს ან მეზობელს აღმოაჩნდა ეს დაავადება, არ უნდა გარიყონ.

თამარ დვალი

http://www.24saati.ge

2008.03.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006