logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რეგიონში ბავშვთა სმენის პრევენციის პროგრამა ამოქმედდება

უკანასკნელი მონაცემებით მსოფლიოში სმენადაქვეითების მნიშვნელოვანი მატება აღინიშნება. ახალშობილთა სკრინინგის, დიაგნოსტიკის და ადრეული ჩარევის მე-2 საერთაშორისო კონფერენციის მონაცემებით, ყოველ 1000 ახალშობილზე 3 სმენადაქვეითებული ან ყრუ ბავშვი მოდის, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ახალშობილებში დაუნის სინდრომის შემთხვევების სიხშირე.
სმენადაქვეითების მაღალ სიხშირეს საქართველოში არასრულყოფილი ვაქცინაცია და ოტოტოქსიური პრეპარატების ჭარბი გამოყენება განაპირობებს.
სმენის პრობლემები 12-24 თვემდე ხშირად შეუმჩნეველი რჩება მშობლებისა და პედიატრისათვის. სმენის დაქვეითება უსათუოდ იწვევს მეტყველების დეფექტს, უარყოფითად მოქმედებს, ზოგჯერ კატასტროფულად აფერხებს ბავშვის განვითარებას, უყალიბებს მას სოციალური არასრულფასოვნების შეგრძნებას.
ასეთი ბავშვების წარმატებულ სოციალურ ადაპტაციაში გადამწყვეტ როლს თამაშობს დროული სმენაპროთეზირება და მეტყველების რეაბილიტაცია.
სამედიცინო პრაქტიკაში ახალშობილთა აუცილებელი ტესტირების (სკრინინგის) შემოღებას შეუძლია საფუძვლიანად შეცვალოს სიტუაცია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რეგულარულად ხორციელდება ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამები.
ახალშობილთა სავალდებულო სკრინინგის სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2004 წლიდან ევროპაში 1200 ჰოსპიტალი მუშაობს სკრინინგის პროგრამით. ორი წელია ქ. თბილისში ”აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრში” ხორციელდება ახალშობილთა და პირველკლასელთა გამოკვლევა.
სკრინინგს ახალშობილებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სმენის პათოლოგიის მქონე ახალშობილთა მხოლოდ 50% მიეკუთვნება რისკის ჯგუფს, დანარჩენი 50% -ს ანამნეზში რაიმე დამამძიმებელი ფაქტორი არ აღენიშნება.
რაც მთავარია დღეისათვის მედიცინაში აღიარებულია, რომ თუ სმენადაქვეითებული ბავშვის სმენაპროთეზირება მოხდება ექვს თვემდე ასაკში, მისი ფსიქოფიზიკური და მეტყველებითი განვითარება არ ჩამორჩება ჯანმრთელი თანატოლებისას. შესაბამისად აღარ ჩნდება სმენადაქვეითებული ბავშვების ინტერგარციის პრობლემები საზოგადოებასთან.
აჭარაში სკრინინგი, ანუ ბავშვთა სმენაზე ტესტირება ჯერჯერობით მხოლოდ ბათუმის სამშობიარო სახლში შეიძლება. აქ პროექტ “სმენადაქვეითებული ბავშვების უფლებებისა და ინტერესების დაცვის” ფარგლებში უკვე დაამონტაჟეს შესაბამისი აპარატურა (“ექო სკრინი”) და დღეში შემოწმება დაახლოებით 3-4 ბავშვს უტარდება.
ორგანიზაცია “სტეფ ფორვარდმა”, რომელიც ამ პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს, ეს აპარატურა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შეიძინა. გადამზადდა ამ პროექტის ფარგლებში დაქირავებული სპეციალისტიც, რომელიც სკრინინგს ახორციელებს.
ევროკავშირის დაფინანსებით პროექტი 2009 წლის პირველ აპრილამდე ხორციელდება. ამ პერიოდიში სხვა აქტივობებთან ერთად განხორციელდება სკრინინგიც ახალშობილებისათვის. პროექტის დასრულების შემდეგ სმენის ტესტირების აპარატო ბათუმის სამშობიარო სახლს გადაეცემა. შემდეგ ახალშობილთა ტესტირება სმენაზე სახელმწიფო პროგრამით უნდა დაფინანსდეს და გამოკვლევა კვლავაც უფასო იყოს.

გაზეთი ”ბათუმელები”

http://www.presa.ge

2008.03.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006