logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რას ჰპირდება კანონი მომავალ დედებს და დანარჩენ დასაქმებულებს დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში

დღევანდელ მძიმე დემოგრაფიულ პირობებში არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე ერის გამრავლება და მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდაა.
მოქმედი კანონის თანახმად, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო - 477 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შეძენის შემთხვევაში - 140 კალენდარული დღე.
აღსანიშნავია, რომ ახალი შრომის კოდექსით დასაქმებულ ქალს უფლება მიეცა ანაზღაურებადი შვებულება გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
მაგალითად, თუ ორსული ქალი თავს კარგად გრძნობს, არ უჭირს სიარული და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მას უფლება აქვს ანაზღაურებად შვებულებაში აუცილებლად 70 დღით ადრე კი არ გავიდეს (როგორც ეს ახალი შრომის კოდექსის მიღებამდე იყო დაკანონებული) არამედ ნებისმიერ დროს - ბავშვის დაბადებამდე (რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ორსულის ექიმმა უნდა გადაწყვიტოს), ხოლო შვებულების გამოუყენებელი ნაწილით ისარგებლოს შვილის გაჩენის შემდეგ.
დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო - ბავშვის დაბადებიდან 365 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე.
"ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესი" შემუშავებულია "საქართველოს შრომის კოდექსისა" და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს N231/ნ ბრძანებით. იგი არეგულირებს ყველა საკითხს, რომელიც დაკავშირებულია საჯარო მოსამსახურეებისა და დანარჩენი დასაქმებულებისთვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებთან.
საყურადღებოა, რომ წარდგენილი საბუთების საფუძველზე დახმარების დანიშვნას, გამოანგარიშების სისწორეს და გაცემას უზრუნველყოფს სოციალური სუბსიდიების სააგენტო, ხოლო კომპენსაციის დანიშვნას, გაანგარიშებასა და გაცემას - შესაბამისი დაწესებულება.
დახმარება არის "საქართველოს შრომის კოდექსითა- და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონებით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება. კომპენსაცია არის საჯარო მოსამსახურისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 411 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარება, რომელიც ფინანსდება შესაბამისი დაწესებულებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებიდან.
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დახმარებისა და კომპენსაციის ანაზღაურება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის), მისი დაკარგვის შემთხვევაში კი - დუბლიკატის წარდგენის საფუძველზე, ხოლო ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანისა და მისი მოვლის გამო დამატებითი შვებულების, ასევე უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის შვილად აყვანის შემთხვევაში დახმარება და კომპენსაცია გაიცემა მორიგი ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე.

http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika

2008.03.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006