logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისის მერიამ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა

ტენდერი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების, ხელოვნების სკოლების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ფოლკლორის სასახლის, პანთეონის, მიუსაფარ და ობოლ ბავშვთა თავშესაფარის პერსონალის, აგრეთვე ქალაქ თბილისის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებას ითვალისწინებს.
შესყიდვის ობიექტი ოთხ ლოტადაა დაყოფილი. პირველი ლოტი გლდანი-ნაძალადევის რაიონი არსებული 22041 პირის სადაზღვევო მომსახურეობას ითვალისწინებს. მეორე ლოტი - დიდუბე-ჩუღურეთის, დიდგორის და ძველი თბილისის რაიონებში არსებული 14648 პირის მომსახურებას; მესამე ლოტი - ისანი-სამგორის რაიონში არსებული 15965 პირის მომსახურებას; მეოთხე ლოტი - ვაკე-საბურთალოს რაიონში არსებული 10239 პირის მომსახურებას.
ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები სხვადასხვა სახის სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს. კერძოდ, ამბულატორიული მომსახურების, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით არ იფარება; გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას; ოჯახის ექიმის, ექთნის, ექიმი-სპეციალისტების კონსულტაციასა და სხვა სახის სამედიცინო მომსახურებას - საჭიროების შემთხვევაში ბინაზე სამედიცინო მომსახურების ჩათვლით; ექიმის დანიშნულებით ექოსკოპიურ და რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს, გეგმიურ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებულ ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს.
ასევე სტაციონარული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. კერძოდ, გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, მათ შორის გართულებულ ორსულობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია; გეგმური ქირურგიული ოპერაციები. ერთ დაზღვეულზე წლიური სადაზღვევო ლიმიტი 12 000 ლარს შეადგენს; ასევე ითვალისწინებს თანაგადახდის ხარჯებს, რომელიც სტაციონარული მომსახურების სახელმწიფო პროგრამებით არ იფარება; ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები - სადაზღვევო ლიმიტი 12 000 ლარი; მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები - სადაზღვევო ლიმიტი ერთ დაზღვეულზე 400 ლარი იქნება.
მომსახურების გაწევის სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2008 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით.
პრეტენდენტებმა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სატენდერო წინადადება მიმდინარე წლის 3 აპრილს თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურში უნდა წარადგინონ.

ინტერპრესნიუსი

http://www.24saati.ge

2008.03.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006