logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს დღეს ამავე კომიტეტის სხდომაზე. როგორც გიორგი წერეთელმა აღნიშნა, კანონის პროექტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მრავალი უცხოური ფარმაცევტული კომპანია აქტიურად აწვდის თავის პროდუქციას (მედიკამენტებს) საქართველოს ბაზარს, ხოლო საქართველოს საბაჟო საწყობიდან ასევე აწვდის საქონელს მთელ ამიერკავკასიას.
"წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში არის პუნქტების ჩამონათვალი თუ როდის არის შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიაზე არარეგისტრირებული მედიკამენტების შემოტანა. იმის გამო, რომ მასში არ არის გათვალისწინებული საბაჟო საწყობში არარეგისტრირებული მედიკამენტების შენახვა შემდგომი ტრანზიტის მიზნით, საბაჟოზე აღნიშნული მედიკამენტების გამოტარებისას იქმნება პრობლემები.
გიგი წერეთლის განმარტებით, ამ კანონპროექტით, შესაძლებელი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი არარეგისტრირებული მედიკამენტების საბაჟო საწყობში შენახვა მათი შემდგომი ტრანზიტის მიზნით.
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი მეორე მოსმენით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ნაკაშიძემ წარადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიხედვით, დღეს არსებული კანონის 411 მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მოსამსახურეს, ორსულობის პერიოდში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ჩაეთვლება საპატიოდ და შეუნარჩუნდება ხელფასი.სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტები: "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" და "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე".
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

http://www.parliament.ge

2008.03.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006