logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისში ფსიქიკური ჯანმრთელობის უახლესი ცენტრი გაიხსნა

თბილისში მსოფლიო სტანდარტების ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი - "სონოკურმედი" გაიხსნა. კლინიკას ცნობილი ფსიქიატრი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ნანეიშვილი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს წარმართავენ წამყვანი ქართველი ფსიქიატრები: პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი და პროფესორი ვაჟა კენჭაძე.
თანამედროვე, უახლესი მეთოდიკითა და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი კლინიკის გახსნის ინიციატორი და ფინანსური მხარდამჭერი ჯუნა დემეტრაშვილია. კლინიკაში გამოიყენება დღეისათვის მსოფლიოში არსებული მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები: მიმდინარეობს ფსიქიკურ აშლილობათა ინტენსიური თერაპია, ულტრათანამედროვე ე.წ. "ახალი თაობის" ფსიქოტროპული მედიკამენტებით. თერაპიული ალგორითმები აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ფსიქიატრიაში მიღებულ სამკურნალო სქემებს ემყარება.
მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, აქტიურადაა გამოყენებული უახლესი ფსიქოთერაპიული და ფსიქოკორექციული მეთოდიკები. ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რომელიც მკურნალობის პირველი დღეებიდან იწყება, მოიცავს ფსიქოთერაპიისა და არტთერაპიის სხვადასხვა ფორმებს. გარდა ამისა, ფართოდ გამოიყენება რეაბილიტაციის სხვა მეთოდებიც: სუჯოკ-თერაპია, სამკურნალო მასაჟი და ფიზკულტურა. დაავადებათა ჩამონათვალი, რომელსაც მკურნალობენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში: შიზოფრენია, დეპრესია, სხვადასხვა ფორმის ნევროზული და სტრესული ფაქტორებით გამოწვეული აშლილობები, ანორექსია, ქრონიკული გადაღლის მდგომარეობა და სხვა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კლინიკა, პაციენტის მოთხოვნით, უზრუნველყოფს საქართველოში მოღვაწე ნებისმიერი ფსიქიატრის მოწვევას კონსულტანტად. "სონოკურმედის" ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ინერგება ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პრინციპულად ახალი ფორმა - "იმაგოთერაპია". ეს მეთოდი წარმოადგენს ცნობილი თეატრალური მოღვაწის, მიხეილ ჩეხოვის სამსახიობო ტექნიკის ადაპტირებულ ვარიანტს, რომელიც ხელს უწყობს ემოციური დაძაბულობის მოხსნას, სულიერ განტვირთვას. ეს ტექნიკა ამერიკაში შეისწავლა ია ფარულავამ და ახლა მასთან აქტიური თანამშრომლობით ხდება ამ მეთოდის ადაპტირება და ფსიქიატრიულ პრაქტიკაში დანერგვა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მაქსიმალურად კომფორტული პირობებია შექმნილი პაციენტთა მომსახურებისათვის. არის ინტენსიური თერაპიის ბლოკი, ერთ და ორადგილიანი კომფორტული პალატები, დღის სტაციონარი, სამკურნალო ფიზკულტურისა და მასაჟის კაბინეტები, ფსიქოთერაპიისა და არტთერაპიის ოთახები. კლინიკა მდებარეობს რეკრეაციულ ზონაში. აქვს დიდი ბაღი, ხეხილითა და ყვავილნარით, ფართო ვერანდა.
კლინიკაში მუშაობენ გამოცდილი და მაღალკვალიფიცირებული ექიმები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქოლოგები და არტთერაპევტები, ექთნები და მოწყალების დები. პაციენტებს რეგულარულ კონსულტაციებს უწევს თერაპევტი და ნევროპათოლოგი. კლინიკური ლაბორატორია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ანალიზის ჩატარებას. "სონოკურის" ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი წარმოადგენს სასულიერო აკადემიის მოწყალების დების მოსამზადებელ ბაზას.

http://www.opentext.org.ge/resonance

2008.03.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006