logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პატარკაციშვილის ფონდის საკითხი ჯერ გაურკვეველია: პროგრამა, რომელმაც 200 ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ჯერჯერობით ჩვეულებრივად მუშაობს

ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით 2003 წლიდან დღემდე 200-მდე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს შეუნარჩუნდა სიცოცხლე. რამდენიმე მათგანი კი დღესაც გადის მკურნალობის კურსს იტალიასა და გერმანიაში. ფონდის დირექტორს პაატა ჩახნაშვილს იმედი აქვს, რომ ფონდი მუშაობას ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგაც გააგრძელებს. ჯერჯერობით ფონდი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. მისივე თქმით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გარდა სხვა მძიმედ დაავადებულ ბავშვებსაც ეხმარებოდნენ. მხოლოდ გასულ წელს სხვადასხვა მძიმე დაავადებაზე 50-60 ბავშვს ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია.
საქველმოქმედო ფონდი ძვლის ტვინის გადასანერგად 4 იტალიურ კლინიკასთან თანამშრომლობენ. ეს არის ძალიან ძვირი ოპერაცია. ერთი ოპერაცია, მინიმუმ, 70 ათასი ევრო ჯდება, ესეც იმ შემთხვევაში თუ გართულება არ მოჰყვა. ერთი პაციენტი ორწელიწადნახევარი იყო იტალიაში და მისი მკურნალობა, ჯამში, 470 ათას ევრომდე დაჯდა. ეს იყო ძალინ მძიმე შემთხვევა.
სულ იტალიაში ძვლის ტვინის გადანერგვა 25-მა ბავშვმა ჩაიტარა. იქ ამჟამადაც იმყოფება ერთი ბავშვი, რომელსაც ცოტა ხნის წინ გადაუნერგეს ძვლის ტვინი. ერთი ბავშვი ახლახან ჩამოვიდა, ერთი ბავშვისთვის კი დონორთა საერთაშორისო ბანკი დონორს ეძებს, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა მოხდეს.
რაც შეეხება ადგილზე მკურნალობის მექანიზმს, უკვე ძალიან კარგი განყოფილება ჩამოყალიბდა, სადაც პაციენტებს გერმანული პროტოკოლებით მკურნალობენ. გერმანულ კოლეგებთან ერთად 2006 წელს მეტატექსატით მკურნალობის მეთოდი დაინერგა. ამ მკურნალობის ჩასატარებლად გერმანიაში დადიოდნენ ბავშვები და 40 ათას ევროს იხდიდნენ, ახლა კი საქართველოდან გაუსვლელად იღებენ უფასოდ. ეს რაც შეეხებოდა მკურნალობის ქიმიოთერაპიულ მეთოდს, ასევე არსებობს სხივური თერაპია, რომელსაც ბავშვები ევროპაში იტარებენ, რადგან იქ ყველაზე მაღალ დონეზეა განვითარებული. გასულ წელს ფაგენში, გერმანიაში, 50 ბავშვი იყო სხივური თერაპიის ჩასატარებლად წასული.
ლეიკემია ძალიან მძიმე დაავადებაა. ყოველწლიურად ლეიკემიის მინიმუმ 45-50 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ყველა ეს ბავშვი ბავშვთა რესპუბლიკურ კლინიკაში ხვდება და ყველა იმ მკურნალობის კურსს გადის, რაც ფონდის მიერ იყო დანერგილი. 2003 წლიდან დღემდე 200 ბავშვს შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

ლანა ბერიძე

http://www.opentext.org.ge/resonance

2008.03.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006