logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "მალე მთელი ახალგაზრდობა აკანკალებული ხელებით ივლის": 10-დან 15 წლამდე მოზარდები ნარკოტიკულ საშუალებებს უკვე მასობრივად მოიხმარენ

სტატისტიკური მონაცემებით, რეგიონში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და გაახალგაზრდავდა. სპეციალისტების თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან ნარკოტიკულ ნივთიერებებს უკვე 10-დან 15 წლამდე მოზარდებიც კი მასობრივად მოიხმარენ. ოფიციალური ინფორმაციით, 2006 წელთან შედარებით, 2007 წელს, კახეთში, თითქმის გასამმაგდა ნარკოტიკული დანაშაულიც. ამ ფონზე, რეგიონში, არცერთი სამედიცინო დაწესებულება არ ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებლებს უმკურნალებდნენ და არც რაიმე ანტინარკოტიკული პროგრამა ხორციელდება.
ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმის მარიამ ხოტენაშვილის თქმით, საქართველოში, სულ 250 ათასი ადამიანია რეგისტრირებული ნარკოტიკების მომხმარებლად. ეს ოფიციალურად. არაოფიციალურად კი, კიდევ უფრო მეტი. კონკრეტულად კახეთის რეგიონში, 2006 წლის სექტემბრიდან გამოვლინებები ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ნარკოლოგიურ განყოფილებებში. ასეთი ერთი განყოფილება იყო საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის პუნქტში, მეორე ჯგუფი კი, ცოტა ხნის წინ, ამუშავდა თელავის პოლიციის შენობაში. ამ განყოფილებებში ავლენენ, არის თუ არა პირი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
მდგომარეობა ძალიან საგანგაშოა. პრაქტიკაში გვაქვს უკვე, რომ 10, 11, 12 და ა.შ. მოზარდები არიან ინტრავენური მომხმარებლები. გარდა ამისა, ბოლო დროს, გამოხატულია ძალიან საშიში დამოკიდებულება ისეთი ტოქსიური ნივთიერებების მიმართ, რომლებიც საშინელ ნევროლოგიურ გართულებებს იწვევს.
როგორც ქ-ნი მარიამი აღნიშნავს, აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მედიკამენტები, რომელთა დიდი რაოდენობითაც მიღება იწვევს დროებით ეიფორიას და მომხმარებელი მიჰყავს საშინელ მდგომარეობამდე, აფთიაქებში ჩვეულებრივ იყიდება, მაგალითად, "აქტიფედი", ასევე გაციების საწინააღმდეგო საშუალებები "ნოლგრიპი", "ქოლდრექსი", ასევე ანტიდეპრესანტი "კუაქსილი". ეს პრეპარატები თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ასევე აქტიურად მოიხმარენ "მარგანცოვკას" და იოდს. ერთ-ერთ კონფერენციაზე ნარკოლოგიური კლინიკის წამყვანმა სპეციალისტმა გელა ლეჟავამ დააყენა საკითხი, რომ კატეგორიულად აეკრძალათ ამ მედიკამენტების თავისუფლად გავრცელება, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ. მხოლოდ "კუაქსილი" გაიცემა ექიმის დანიშნულებით და ისიც ხშირ შემთხვევაში, ისევ მომხმარებლების ხელში ხვდება. აღარაფერს ვამბობ ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა ჰეროინი, მარიხუანა და სუბოტექსი.
ძალიან აქტიურად მოიხმარენ "პლანს", განსაკუთრებით, რაიონებსა და სოფლებში. მას სხვადასხვაგვარად აზავებენ და ისე მოიხმარენ. მთელს კახეთში და მით უფრო გურჯაანის რაიონში, ამ მხრივ საშინელი მდგომარეობაა. მალე, მთელი ახალგაზრდობა აკანკალებული ხელებით ივლის. ეს სოციალური აფეთქების ტოლფასია.
ყველა ამ საშუალებას, მომხმარებელი ძალიან მძიმე შედეგებამდე მიჰყავს: მწვავე ნევროლოგიური გამოვლინებები, როგორიც არის პარკინსონის დაავადება, ექსტრაპირამიდული აშლილობები. ვლინდება ასევე ფსიქიკური აშლილობა, მეტყველების მოშლა და იწვევს სტრესულ მდგომარეობას. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ პაციენტი სასიკვდილოდ არის განწირული. რთული მდგომარეობაა ალკოჰოლის გადაჭარბებით და მასობრივად მოხმარებასთან დაკავშირებითაც. ეს ყველაფერი სოციალურმა გაჭირვებამ, დაბალმა ეკონომიკურმა დონემ და უყურადღებობამ გამოიწვია.
მთელს კახეთში ერთი ფსიქოლოგიური გამოჯანმრთელების ცენტრიც კი არ არსებობს, სამკურნალო დაწესებულებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თბილისში არის მსგავსი დაწესებულებები, მაგრამ რეგიონებში, ამ კუთხით, ძალიან ცუდი ვითარებაა.
ექიმ-ნარკოლოგის მარიამ ხოტენაშვილის ინფორმაციას, გაციების საწინააღმდეგო საშუალებების, ასევე იოდის დიდი ოდენობით გაყიდვის შესახებ, განსაკუთრებით საღამოს საათებში, აფთიაქებში არ უარყოფენ.
სტატისტიკური მონაცემებით, კახეთში მოქმედმა 8 რაიონულმა სასამართლომ 2006 წელს ნარკოტიკული დანაშაულის 100-მდე სისხლის სამართლის საქმე განიხილა. ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისათვის კი ადმინისტრაციული სახდელი 500-მდე პირს დაედო.
2007 წელს ნარკოტიკული დანაშაულების შესახებ განხილულ საქმეთა რიცხვი თითქმის გასამმაგებულია და 270-ს აღწევს. ნარკოტიკების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვისათვის და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ყველაზე ბევრი, 18-დან 24 წლამდე პირია მსჯავრდებული. ნარკოტიკული დანაშაულის მუხლებით გასამართლებულნი არიან არასრულწლოვნებიც.
2007 წლის განმავლობაში, რაიონული სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სახდელი აქვს დადებული 1000-ზე მეტ პირს.
სპეციალისტების თქმით, ნარკოტიკების მომხმარებელთა მკურნალობა საკმაოდ ძვირი ღირს და ისიც, მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი.
ჰეროინზე დამოკიდებული პირის სტაციონალური მკურნალობა 1800 ლარი ღირს; სუბოტექსის მოხმარებისათვის - 1600 ლარი; სწრაფი დეტოქსიკაციის მეთოდი, რომელიც 5 დღიან პროცესს მოიცავს და ზოგადი ანესთეზიის ქვეშ მიმდინარეობს, 2000 ლარი; ალკოჰოლური მკურნალობა, რომელიც 7 დღიან მკურნალობას მოიცავს, 640 ლარი ღირს.

გელა მთივლიშვილი

http://www.opentext.org.ge/resonance

2008.03.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006