logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სეზონური დაავადებების სეზონი დაიწყო: გაზაფხული ინფექციების გავრცელების ერთ-ერთი აქტიური სეზონია

სპეციალისტების ვარაუდით, გაზაფხული ინფექციების გავრცელების ერთ-ერთი აქტიური სეზონია. ამ ეტაპზე, შესაძლოა, თავი შეგვახსენოს ისეთმა ინფექციებმა, როგორიცაა წითელა, წითურა, ლეიშმანიოზი, დიფთერია და ა.შ. სპეციალისტები ამ პერიოდში არც მსხვილფეხა საქონლის ჯილეხით დაავადებას გამორიცხავენ, ამიტომაც სოფლებსა და რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას საქონლის აცრისკენ მოუწოდებენ.
მართალია, ცივმა ზამთარმა გრიპის შემთხვევები საგრძნობლად შეამცირა, თუმცა სპეცილისტები მოსახლოებას მაინც ყურადღებისაკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ "წინ მარტია და სჯობს, მას არ ვენდოთ".
სპეციალისტების თქმით, მართვადი ინფექციების კონტროლისთვის ყველაზე მთავარი ასაკის მიხედვით გეგმიური აცრების ჩატარებაა. ამიტომაც, ისინი ყველა მშობელს მოუწოდებენ, თავი დაიზღვიონ, გადახედონ საკუთარი შვილის აცრების ნუსხას და თუ რაიმე გამორჩათ, სასწრაფოდ მიიყვანონ შვილი ექიმთან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2005 წელს საქართველოში დიფთერიის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, 2006-ში - 14, 2007 წლის 9 თვის განმავლობაში კი - მხოლოდ 5. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში დიფთერიის 500-მდე შემთხვევა აღინიშნა. მას შემდეგ, ეპიდემიის საშიშროება არ ყოფილა და სპეციალისტები ამას არც მომავალში ვარაუდობენ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 2008 წელს საქართველოში ბოტულიზმის 16 შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ბოტულიზმის დაავადებამ, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზი დაკონსერვებული საკვებია, ბოლო წლებში საკმაოდ იმატა. თუ 2005 წელს ბოტულიზმით მხოლოდ 19 ადამიანი დაავადდა, 2006 წელს ამ რიცხვმა უკვე 40-ს მიაღწია. შარშან 9 თვის მონაცემებით, ბოტულიზმის მხოლოდ 9 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო ბოტულიზმით დაავადების მაჩვენებლის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ბოტულიზმის გამომწვევია გარემოში საკმაოდ გავრცელებული მიკროორგანიზმი, რომელიც მსხვილ და წვრილფეხა საქონლის, ღორის, თევზისა და ფრინველების ნაწლავებში ბინადრობს. მიკროორგანიზმი სიცოცხლისუნარიანობას უმეტესად შინ დამზადებული ბოსტნეულის კონსერვებში, კუსტარულად შებოლილ ან დამარილებულ თევზეულსა და ძეხვში ინარჩუნებს. შესაბამისად, ადამიანიც ბოტულიზმით სწორედ ამ საკვების მიღებისას ავადდება. ბოტულიზმის გამომწვევი ჩხირი - კლოსტრიდია - ბინადრობს ცხოველებისა და თევზების ნაწლავებში, გარემოში წარმოქმნის სპორებს (გამძლე ფორმებს) და, ჩვეულებრივი, ნიადაგის მიკროფლორის წარმომადგენელია.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში ბოტულიზმით ავადობის მაჩვენებელმა 60-იანი წლებიდან მოიმატა, როდესაც ბოსტნეულის შინაური დაკონსერვება ფართოდ დამკვიდრდა. სწორედ მას შემდეგ, ქვეყანაში წელიწადში დაავადების რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება. სპეციალისტები კი, პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას კიდევ ერთხელ ურჩევენ, რომ მათ სახლის პირობებში ბოსტნეულის დაკონსერვება არ მოახდინონ. თუკი დაკონსერვებას მაინც გადაწყვეტენ, ბოსტნეული ჯერ კარგად გარეცხონ, ხოლო შემდგომ რამდენიმე წუთის განმავლობაში 100 გრადუსზე ადუღონ.
სპეციალისტები გაზაფხულზე არც ჰიდროფობიის შემთხვევებს გამორიცხავენ. ოფიციალური მონაცემებით, 2005 წელს ცოფის 10 ადამიანი დაინფიცირდა, 2006 წელსაც ანალოგიური რაოდენობა დაფიქსირდა, ხოლო 2007 წლის 9 თვის მონაცემებით, ამ დაავადებით 9 შემთხვევა გამოვლინდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ყოველწლიურად ცოფის საწინააღმდეგო აცრებს, დაახლოებით, 10-15 ათასი ადამიანი იტარებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, მთელ მსოფლიოში ამ დაავადებით წელიწადში, საშუალოდ, 60 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება. ამ მხრივ, სხვა განვითარებად ქვეყნებთან ერთად, ერთ-ერთი პირველი ადგილი საქართველოსაც უკავია.
ჰიდროფობია, ანუ ცოფი ფატალური, ზოონოზური, ვირუსული დაავადებაა. მას ყველაზე ხშირად ძაღლი, კატა და მღრღნელები ავრცელებენ. ამ დაავადების გადატანა ბევრ ცხოველს, მათ შორის, მგელს, მელას, ტურას, მაჩვს, ღორს, დათვს, ლომს, ვეფხვს, კურდღელს, ცხენს, აქლემს, ზაზუნასაც შეუძლია. ნაკბენით, ნაკაწრით ან თუნდაც დადორბლით ცოფი ცხოველიდან ადამიანზე გადადის. ჰიდროფობიას ნეიროტროპული ვირუსი იწვევს, რომელიც ცხოველის ნერწყვში, ზურგსა და თავის ტვინში ბუდობს.
ჰიდროფობიისას ადამიანს უვითარდება ენცეფალიტი, რომლის მკურნალობაც, სამწუხაროდ, დღევანდელ მედიცინას არ შეუძლია. ცოფის ინკუბაციური პერიოდი, შესაძლოა, რამდენიმე დღიდან ერთ წლამდეც კი გაგრძელდეს. ძირითადად, ინკუბაციური პერიოდი 30-90 დღე მიმდინარეობს. დაავადების აღმოჩენისთანავე ადამიანი 5-7 დღის განმავლობაში იღუპება.
ამიტომაც, თავის დაზღვევის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ნებისმიერი მღრღნელისა თუ ცხოვრელის დაკბენისა და გაკაწვრის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართოს ექიმს.
ამას გარდა, გამორიცხული არ არის, რომ გაზაფხულზე სხვა ინფექციურმა დაავადებებმაც იჩინოს თავი. მაგალითად, ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა ნაწლავური ინფექციები. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ თოვლის სწრაფი დნობის შემთხვევაში, დაბინძურდეს წყალიც, რაც მათივე თქმით, ნაწლავური ინფექციების რაოდენობის გაზრდას ხელს აუცილებლად შეუწყობს.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წყალდიდობები, გარდა ნაწლავური ინფექციური დაავადებებისა, მალარიისა და ლეიშმანიოზის გავრცელების საშიშროებას ქმნის. იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ წყალი მწერების მომრავლებას უწყობს ხელს, სპეციალისტები ზაფხულის დღეებში ასეთი დაავადების გამოვლენის ფაქტებს არ გამორიცხავენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წელიწადში ნაწლავური დაავადების (ბაქტერიული დიზენტერია, სალმონელოზი, დიარეით მიმდინარე სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებები), საშუალოდ, 1000-1500-მდე შემთხვევა ფიქსირდება. აქედან, ჯგუფური შემთხვევები ერთეულია. გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის პერიოდში, ნაწლავური ინფექციების გადამცემი მექანიზმები აქტიურდება.
საგულისხმოა, რომ დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებები არა მხოლოდ ამ პერიოდში, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს ფიქსირდება ხოლმე. ცენტრში აღნიშნავენ, რომ როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც ეს დაავადებები ბოლო პერიოდში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ნაწლავურ დაავადებებს, ისევე როგორც ინფექციური დაავადებების უმრავლესობას, მაღალი ტემპერატურა, ფაღარათი, პირღებინება ახასიათებს. სიმპტომების ხანგრძლივობა დაავადების კლინიკურ სიმძიმეზეა განპირობებული.

ელზა წიკლაური

http://www.opentext.org.ge/resonance

2008.03.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006