logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    SOS - ექსპერიმენტებისთვის გვამზადებენ

ბოლო დროს, წამლებზე ფასების ზრდით ატეხილი აჟიოტაჟი, შესაძლოა, პრელუდია აღმოჩნდეს იმასთან შედარებით, რაც წინ გველოდება. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი წამლების რეგისტრაციისთვის დაწესებული სამთვიანი ვადის 48 საათამდე შემცირებას აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წამლების რეგისტრაცია პრაქტიკულად ვერ განხორციელდება.
როგორც ამბობენ, კანონმდებელთა მოტივაცია კანონის ლიბერალიზაციითაა ნაკარნახები. ზედმეტად ლიბერალური კანონი, შესაძლოა, ქვეყნისთვის სავალალო აღმოჩნდეს - საქართველო საცდელ პოლიგონად გადაიქცეს, ხოლო მოსახლეობა საცდელ ვირთხებად, რომლებსაც ახალი პრეპარატების გამოსაცდელად გამოიყენებენ.
გამოსაცდელად განკუთვნილი უფასო მედიკამენტები ქვეყანაში ჩვეულებრივ გაიყიდება. ამა თუ იმ მედიკამენტით მკურნალობის დროს კი, როგორი შედეგებიც არ უნდა დადგეს, კანონით, შემომტანებს პასუხს ვერავინ მოსთხოვს.
წამლების რეგისტრაცია ფარმაცევტულ ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა და მასზეა დამოკიდებული ქვეყნის სამედიცინო სფეროს უსაფრთხოება. ანუ, საქართველოში შემოსულმა ყველა მედიკამენტმა ქვეყანაში ხელახალი რეგისტრაცია უნდა გაიაროს და ექსპერტებმა მათზე სათანადო დასკვნები უნდა დადონ.
თუმცა, სანამ წამალი ადგილობრივ ბაზარზე გაივლის რეგისტრაციას, მეწარმემ ექსპერტებს ყველა ის ფაილი და დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს, რომელიც თავად მწარმოებელს გააჩნია. ესაა, წამლების ლაბორატორიული თუ კლინიკური დასკვნები. ერთი შეხედვით ეს მარტივი პროცედურა მეწარმისგან ხანგრძლივ დროს, იდეალურ ნერვებსა და უამრავ თანხას მოითხოვს. დოკუმენტების შეგროვება შესაძლოა, ზოგჯერ მთელი წელიც კი გაიჭიმოს.
თუ მეწარმე ყველა სათანადო დოკუმენტს წარმოადგენს, მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი საქართველოში წამლის რეგისტრაცია. ეს ნიშნავს, რომ სამკურნალო საშუალებები უნდა დარეგისტრირდეს, როგორც სახელწოდებით, ასევე იქვე, მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა და წამლის შემადგენელი აქტიური ნივთიერებები.
დღეისათვის, წამლების რეგისტრაციის მაქსიმალური ვადა 3 თვეა, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანას საკმარისი ექსპერტები არ ჰყავს, რეგისტრაციის ვადები ჭიანურდება და მეწარმეებს საქმიანობაში ხელი ეშლებათ.
სამედიცინო სფეროს ექსპერტი თინა ტურძელაძე ამბობს, რომ ამის გამო, ექსპერტიზას დაჩქარებულ ვადებში უწევს უამრავი დასახელების წამლის რეგისტრირება, რაც აბსოლუტურად ეჭვქვეშ აყენებს ამ პრეპარატების გამოყენების მიზნშეწონილობას.
რაც შეეხება წამლების რეგისტრაციას, ეს თემა უკვე მრავალი წელია ქვეყნისთვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა. დღეისათვის, კანონით, საქართველოში შემოსული აბსოლუტურად ყველა წამალი გადის რეგისტრაციას.
ვინაიდან, ამან როგორც ექსპერტებს, ისე მეწარმეებსაც უამრავი პრობლემები შეუქმნა, მარეგულირებელ სამსახურს იდეა მოუვიდა - ევროპაში რეგისტრირებული წამლები რეგისტრაციის გარეშე გაშვებულიყო ქართულ ბაზარზე.
დღეს ევროპაში მოქმედებს საერთაშორისო სააგენტო, სადაც 27 ქვეყნის 3000 ექსპერტი ახდენს რთული წამლების რეგისტრაციას. შესაბამისად, ამ ქვეყნებში მოქმედებს ურთიერთაღიარების პრინციპი. ანუ, ეს ქვეყნები ერთმანეთის რეგისტრირებულ წამლებს უპირობოდ აღიარებენ.
- ”საქართველო ამ ქვეყნების რიცხვს არ მიეკუთვნება და ჩვენთან რეგისტრირებულ წამალს სხვაგან არ აღიარებენ. თუმცა, შეიძლება, რომ ჩვენ ვაღიაროთ დაბალი რისკების ქვეყნების მიერ აღიარებული წამლები. საკუთარი რესურსები კი, მაღალი რისკების ქვეყნებიდან შემოსული წამლების რეგისტრაციისკენ მივმართოთ”, - ამბობს თინა ტურძელაძე.
ექსპერტის განმარტებით, არსებულ რეალობაში, მსგავსი მიდგომა ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნება ბაზრის დასაცავად და წვრილი მეწარმეებისთვის საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.
”სახალხო აფთიაქის” დამფუძნებელი ვალერი კვარაცხელია აღნიშნავს, რომ მას არ ეგულება ქვეყანა, სადაც წამლების რეგისტრაციას ორ დღეს ანდომებენ.

როზი ჯღამაია

http://presa.ge

2008.03.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006