logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დღეს ქალები სულ უფრო იშვიათად ფიქრობენ დედობაზე

3 მარტი ჩვენი ეროვნული დღესასწაულია - დედის დღე. არა მარტო მოსალოცი, ჩასაფიქრებელიც.
ყოველწლიურად საქართველოში 42-45 ათასი ბავშვი იბადება. შედარებისათვის: 1991 წლამდე ყოველწლიურად ორჯერ მეტი ახალშობილი ევლინებოდა ქვეყანას. დღეს ქალები სულ უფრო იშვიათად ფიქრობენ დედობაზე -განსაკუთრებით, თუ საქმე მეორე ან მესამე ბავშვს ეხება.
საერთო სტატისტიკური მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ერთი ქალი 1,4 ბავშვს აჩენს. ეს ბევრად ნაკლებია იმ რიცხვზე, რაც საჭიროა თაობათა ნორმალური ცვლისათვის. დედობის მხარდასაჭერი ცალკე პროგრამა ჯერ საქართველოში არ არის. ექსპერტების აზრით, პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, იგი აუცილებელია.
იმისათვის, რომ დედობის მოტივაცია ამაღლდეს, აუცილებელია ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ ქალს ოჯახისა და ოჯახსგარეთ სამუშაოს შეთავსებაში. დედობა არ უნდა იყოს გადაულახავი წინააღმდეგობა პროფესიულ წინსვლაში.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ცენტრის” ხელმძღვანელი ია ვერულაშვილი ამბობს: ქალთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება. 2004 წლის სტატისტიკით, 100 ათასიდან 45,3 შემთხვევა მშობიარის სიკვდილით მთავრდება, ახალშობილთა სიკვდილიანობა ათასი ცოცხლად შობილი ბავშვიდან 22,73-ს შეადგენს.
ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა სარძევე ჯირკვლის კიბოსთან დაკავშირებით. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკანასკნელ წლებში საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლის კიბოსგან სიკვდილიანობა დაახლოებით 10 %-ით გაიზარდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაცია “გენდერი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის” ხელმძღვანელი ჩარიტა ჯაში აღნიშნავს, რომ
დემოგრაფიის მხრივ ჩვენთან კატასტროფაა. ან როგორ არ იქნება, როცა ბავშვის გაჩენის ასაკის ქალები ქვეყანაში თითქმის აღარ დარჩნენ?! ისინი საკუთარ შვილებს ტოვებენ და საზღვარგარეთ მიდიან სხვების მოსავლელად.
ფსიქიატრის, თსუ პროფესორის ნინო ოკრიბელაშვილის აზრით, დედობა ძნელია მშვიდ, ბედნიერ სიტუაციაშიც კი, როცა შენ მხოლოდ საკუთარ ოჯახს უვლი. კრიზისის შემთხვევაში დატვირთვა მრავალჯერ იზრდება. ამასთან, თუ ქალი ოჯახის მთავარ მარჩენალს წარმოადგენს, პრესინგი მის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე საშიშ ხასიათს იძენს.
დეპრესიული, ტრავმირებული დედა ხშირად თვითონ ხდება ოჯახში კონფლიქტის წყარო. ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში ვარდებიან ბავშვები და მოზარდები. აქედან იღებს სათავეს მათი პრობლემები: იოლად მოხვედრა ნეგატიური ზეგავლენის ქვეშ, ძალადობისაკენ მიდრეკილება, მოზარდთა დანაშაულობები...

http://www.presa.ge

2008.03.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006