logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მედიკამენტებზე ფასები კიდევ გაიზრდება

ქვეყანაში მედიკმენტებზე ფასის კიდევ უფრო ზრდას ელიან. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ღირებულების მატება, მხოლოდ ქვეყანაში იმპორტირებულ მედიკამენტებზე მოხდება. რაც შეეხება ადგილობრივს, მისი ფასი შენარჩუნდება. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადი ბაზარი უცხოურ პრეპარატებს უკავია, სამამულოზე ფასის შენარჩუნება, მოსახლეობისათვის დიდი ხსნა არ არის.
საქართველოში სამედიცინო მედიკამენტებს "პე-ეს-პეს" მიერ დაარსებული კომპანია "ჯი-ემ-პი" და "ავერსის" "ავერსი რაციონალი" აწარმოებენ. თუმცა, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია არც მრავალფეროვანია და არც იმდენი, რომ საქართველოს მოსახლეობის მთლიანი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. დღეისათვის, ფარმაცევტულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების სამედიცინო მედიკამენტებს მხოლოდ 10% უკავია.
ფარმაცევტული კომპანიები ადგილობრივი წარმოების გაზრდაზე დიდი ხანია საუბრობენ. კომპანია "ჯი-ემ-პის" ხელმძღანვანელი, გიორგი ანთაძე ამბობს, რომ ადგილობრივი წარმოებით ბაზრის 50%-ის ათვისება 5-6 წელიწადში იქნება შესაძლებელი.
სპეციალისტები იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასის ზრდას პროგნოზირებენ. ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" გენერალური დირექტორის, პაატა კურტანიძის თქმით, მედიკამენტებზე ფასების ზრდა დოლარის და ევროს კურსის ცვალებადობაზეა დამოკიდებული.
"მსოფლიო ბაზარზე მედიკამენტების ფასი სეროზულად გაიზარდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შემოტანილ პროდუქციაზე ფასები მინიმალურად გავზარდოთ", - ირწმუნება კურტანიძე და აქვე დასძენს, რომ "მედიკამენტებზე ფასების ზრდა კვლავაც არ არის გამორიცხული".
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არავითარი ბერკეტი არ გააჩნია მედიკამენტებზე ფასებზე კონტროლი განახორციელოს, ამის გაკეთებას ჯანდაცვის მინისტრი, სანდრო კვიტაშვილი მაინც გეგმავს. კვიტაშვილმა და ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა, ქართულ ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების რეგულირების საკითხი განიხილეს.
შეხვედრაზე მინისტრს, კომპანიების წარმომადგენლებმა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე სამომავლო გეგმები დასახეს თუ როგორ უნდა გააგრძელონ სახელმწიფომ და კერძო კომპანიებმა თანამშრომლობა.
"ჩვენი მიზანია, კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ერთად იზრუნონ მედიკამენების ფასებზე კონტროლის საკითხის მოგვარებაზე, რათა მოსახლებისთვის მედიკამენტების შეძენა ხელმისაწვდომი გახდეს", - განაცხადა სანდრო კვიტაშვილმა შეხვედრაზე.
ფასებზე კონტროლის გამკაცრების თაობაზე დაპირებებს პარლამენტარებიც იძლევიან. კომპანია "პე-ეს-პეს" დამფუძნებელი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილიც ამბობს, რომ ამისათვის საკანონმდებლო ორგანო ყველაფერს გააკეთებს.

ნინო ალექსიძე

http://www.opentext.org.ge/resonance

2008.03.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006