logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ექსპერტთა შეფასებით, ამჟამად საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების 80 000 მომხმარებელია

ექსპერტთა რეკომენდაციით, ნარკომანიის წინააღდეგ ბრძოლისთვის საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება (რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანის დახმარებაზე და არა დასჯაზე) და "სერიოზული დაფინანსება" პრევენციული ზომებისთვის.
"შერატონ მეტეხი პალასში" ნარკომანიასთან ბრძოლისა და მკურნალობის შესახებ ანალიტიკური ანგარიშების პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაცია ზიანის შემცირების განვითარების საერთაშრისო პროგრამისა და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ, ასევე, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", ნარკოლოგიის ს-კ ინსტიტუტი, ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი "ახალი გზა" და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი "ალტერნატივა ჯორჯია".
ხათუნა თოდაძე, ნარკოლგიის ს-კ ინსტიტუტის წარმომადგენელი: "დღეს საქართველოში ძალიან მაღალია ნარკოტიკების მომხმარებელთა, მათ შორის ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი. ოპოიდებზე დამოკიდებულ პირთა რაოდენობა, რომლებიც მკურნალობას საჭიროებს, სავარაუდოდ, 30 000-35 000-ს აღწევს. ამ ფონზე ქვეყანაში არსებული მკურნალობა-რეაბილიტაციის სერვისები ნაკლებად შეესაბამება მკურნალობაზე მოთხოვნას.
"დღეისათვის არსებული ნარკოლოგიური მომსახურების სპექტრი ღარიბია: ერთადერთ ფართოდ გამოყენებად სამკურნალო შესაძლებლობას, ფაქტობრივად, აბსტინენციაზე მიმართული დეტოქსიკაციური თერაპია წარმოადგენს. ფსიქოთერაპიულ-ფსიქოკონსულტაციური რგოლი ძალიან სუსტია. არ არსებობს რეზიდენტული ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრები. 2005 წლის ბოლოდან შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით, ქვეყანაში დაიწყო მეთადონით ჩანაცვლების თერაპიის პირველი პროგრამა, მაგრამ იგი ამგვარი მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს აკმაყოფილებს: პროგრამაში ამჟამად 225 პაციენტია, მაშინ როდესაც მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტია. 2008 წლისათვის იგეგმება მეთადონის პროგრამის გაფართოება 600 პაციენტამდე, თუმცა არც ეს იქნება რეალურ საჭიროებასთან საკმარისად მიახლოებული."
თოდაძე აცხადებს, რომ საქართველოში მკურნალობა ბევრისთვის ხელმისაწვდომი არ არის: "ამჟამად წამალდამოკიდებულების მკურნალობა (გარდა ჩანაცვლებითი თერაპიისა) მთლიანად თვითდაფინანსების პრინციპით ხორციელდება და მინიმალური სტაციონარული კურსი, საშუალოდ, 1000-1500 ლარი ჯდება. 2008 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გათვალისწინებულია ნარკომანიის მკურნალობისათვის გარკვეული თანხების გამოყოფა, რაც, სავარაუდოდ, გათვლილი იქნება სოციალურად დაუცველი ფენებისთვის."
თოდაძის თქმითვე, ნარკომანია საქართველოში 2 წლით გაახალგაზრდავდა: "2004, 2006, 2007 წლებში ჩავატარეთ კვლევები, საიდანაც აღმოჩნდა, რომ ნარკომანია 2 წლით გახანგრძლივდა: თუ ადრე ნარკოტიკების მოხმარების წლად მიჩნეული იყო 18 წელი, ახლა კვლევებმა აჩვენა, რომ მოხმარებას იწყებენ 16 წლის ასაკში."
ევროპაში ნარკომანთა შესახებ ინფორმაციას იმ მიზნით აგროვებენ, რომ გაარკვიონ, რა პრობლემასთან აქვთ საქმე. ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს შესაბამისი საპასუხო ზომები. საქართველოში კი ნარკოტიკების მომხმარებელთა რეგისტრაცია მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ დასაჯონ. არსად არ არის რეგისტრირებული ნარკომანთა რაოდენობა. შსს-ს თავისი მონაცემები აქვს, რადგან ის აღრიცხავს მხოლოდ დაკავებულებს. ექსპერტთა ვარაუდით, საქართველოში 200 000 მომხმარებელია და აქედან 80 000 - ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელი. რეალური ციფრები არავინ იცის.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი ამბობს:"დეტოქსიკაცია და ჩანაცვლებითი თერაპია - ორივე მეთოდი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედია, საკმაოდ ეფექტურია. მთავარია, პაციენტს მკურნალობის სურვილი ჰქონდეს. რა თქმა უნდა, მკურნალობა ხელმისაწვდომი ბევრისთვის არ არის, მაგრამ არც ნარკოტიკული საშუალებებია იაფი - ძალიან ბევრი საკმაოდ ძვირადღირებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდულობს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევეცადოთ მკურნალობის მოტივაცია გავაძლიეროთ. ახალ კანონმდებლობაში სწორედ მკურნალობის შეთავაზებაა, ადმინისტრაციული ჯარიმებიც არის. ვინც ჯარიმის თანხას მიმართავს მკურნალობისკენ, გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. რა სახით უნდა ჩატარდეს მკურნალობა და საერთოდ ეფექტურია თუ არა ის მეთოდები, რითაც სარგებლობენ - ჩვენ ნამდვილად ვერ დავიტრაბახებთ იმაზე, რომ გვაქვს კარგი ნარკოლოგიური სისტემა. საკმაოდ არაეფექტური სისტემა გვაქვს, რომელიც საჭიროებს მნიშვნელოვან გადახალისებას... მიდგომა უნდა შეიცვალოს მომხმარებელთა მიმართ. დაისჯება გამავრცელებელი და არა მომხმარებელი. უფრო მეტად ყურადღება მიექცევა მკურნალობით პროცესებს და არა დამსჯელობითს."

მარი ოთარაშვილი

http://www.opentext.org.ge/resonance

2008.02.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006