logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გენმოდიფიცირებული პროდუქტები წაგვლეკავს?! "მწვანეთა მოძრაობა" ბიოუსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას ითხოვს

ქვეყანაში გენმოდიფიცირებული (გმო) პროდუქცია ყველა მხრიდან შემოედინება, - განცხადება გმო-ს წინააღმდეგ მებრძოლებს ეკუთვნით. მათი მტკიცებით, გმო-ინგრედიენტების შემცველი საკვები-პროდუქტების რაოდენობა და სია კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ეს სფერო კანონმა არ დაარეგულირა.
დღეისათვის საქართველოში, გმო-ს შემცველ პროდუქტებზე არავითარი კონტროლი არ ხორციელდება. რა რაოდენობის გენმოდიფიცირებული პროდუქციაა ბაზარზე, ამის თქმა, მიახლოებით მაინც, შეუძლებელი აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანეთა მოძრაობა" წლებია, რაც გმო-ს წინააღმდეგ იბრძვის. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი მაღრაძემ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ გმო-ს შემცველი პროდუქტების აღრიცხვა არ ხდება, საქართველოში შემოტანილი გმო-პროდუქტების რაოდენობაზე მონაცემების მოპოვება შეუძლებელია.
"დღესდღეობით სურსათის კონტროლის სამსახური მართალია მოქმედებს, მაგრამ მას კონტროლის ფუნქცია ჯერ არ აქვს. რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა, შემოტანილ გმო-პროდუქციაზე ინფორმაცია მოგვეპოვებინა შესაბამისი უწყებებიდან. იმის გამო, რომ არ კეთდება ლაბორატორიული ანალიზი და ეს საკითხი საერთოდ არ კონტროლირდება, ბაზარზე არსებულ გმო-პროდუქციის რაოდენობასთან დაკავშირებით, ინფორმაციაც არ არსებობს", - აცხადებს მაღრაძე.
"მწვანეთა მოძრაობაში" ამბობენ, რომ გმო-პროდუქტების დიდი რაოდენობა უკრაინიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან შემოედინება. ამ ქვეყნებში კი გმო, იაფიანი პროდუქტის ძალიან დიდი რაოდენობა ფიქსირდება. მაგალითად ჩვენს მეზობელ რუსეთში, ორიოდე დღის წინათ, "როსსელხოზნადზორმა" ბაზარზე ლაბორატორიულად შეუმოწმებელი 40 ტონა, გმო-გენიანი თევზის პროდუქცია აღმოაჩინა. ამ პროდუქციის ნაწილი ნაწლავური ჩხირებით იყო დაავადებული. ამ დღეებში აღმოაჩინეს მუტანტი ინგრედიენტებით გაჯერებული ძეხვეული.
"მწვანეთა მოძრაობაში" აცხადებენ, რომ იგივე მდგომარეობაა უკრაინაშიც. რაც შეეხება თურქეთს, ამ ქვეყნიდან ჩვენთან გენმოდიფიცირებულთან ერთად, ვადაგასულიც დიდი რაოდენობით შემოდის. თურქ ბიზნესმენებისგან გასანადგურებლად გამზადებულ კვების პროდუქტებს ქართველები იძენენ, ვარგისიანობის ვადას ადგილზევე უხანგრძლივებენ და საქართველოში ისე შემოაქვთ.
"თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, რომელთა პროდუქციაც ფართოდაა წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი გმო-ინგრედიენტებს შეიცავს. ძირითადად, საყურადღებოა ხორც-პროდუქტები, რადგანაც ისინი დიდი რაოდენობით გენმოდიფიცირებულ სოიოს შეიცავს. ასევე სოიოს შემცველი სხვა პროდუქციაც, განსაკუთრებით კი ნამცხვრები, ორცხობილები", - აღნიშნავს გიორგი მაღრაძე.
ოთხი წლის წინ, 2004 წლის აპრილში გმო-პროდუქტებთან დაკავშირებით, ევროპაში ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, გმო-ს საკვებმა ნიშანდება მიიღო. შესაბამისად, მოსახლეობას აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება გმო-ინგრედიენტებიან პროდუქციასა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას შორის.
გმო-ს წინააღმდეგ მებრძოლები აცხადებენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა, რათა პროდუქციაზე გახდეს სავალდებულო იმის დატანა, შეიცავს თუ არა იგი გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს.
გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან, საქართველოს დახურულ ზონად გამოცხადება მოითხოვა რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციამ. ოპოზიციონერ პარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოსახლეობა გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან დაცული უნდა იყოს.
გმო-ორგანიზმებს, ჩვეულებრივ, ცოცხალი ორგანიზმების მსგავსად, გავრცელება, გამრავლება, ველური სახეობებისათვის თავისი გენების გადაცემა შეუძლიათ. საერთოდ, ყველა სახის გმო-პროდუქტი ადამიანის ორგანიზმისათვის ახალ, უცხო ნივთიერებებს შეიცავს. იგი ხელოვნური ნივთიერებებითაა გაჯერებული. მაგალითისათვის, თევზის გენიანი პომიდორი, ძაღლის გენიანი ბადრიჯანი, ვირთაგვას გენიანი კომბოსტოც კი კმარა. ყველა ამ სიკეთესთან ერთად, მეცნიერული კვლევების თანახმად, გმო-პროდუქტებმა ადამიანის ორგანიზმში, შესაძლოა, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობები, ალერგიები, კუჭ-ნაწლავის დაავადებები და უამრავი სხვა სერიოზული პათოლოგიები გამოიწვიოს.
მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობაში გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენების მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ გენური ინჟინერიის გარეშე კაცობრიობა ვერ იარსებებს. მათი დედამიწის მოსახლეობის მატება, მათი გამოკვების გარკვეულ პრობლემებს შექმნის. გმო-მცენარეებს, ტრადიციულ კულტურებთან შედარებით, მეტი მოსავლის მოცემა შეუძლიათ, რადგან მათ ახალი თვისებები - მავნებლების მიმართ გამძლეობა ახასიათებთ. გმო-მცენარეები გარემოს მკაცრ პირობებს, გვალვას, ყინვას ეგუებიან.
გენმოდიფიცირებული პროდუქტების კულტივირება ძირითადად, აშშ-ში ხდება. ასეთი პროდუქტების მოყვანას დიდი ფართობი ეთმობა კანადაში, არგენტინაში, ჩინეთში, შედარებით ნაკლები სხვა ქვეყნებში. გმო-მცენარეებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია, სოიო, სიმინდი, ზეთის რაფსი, ბამბა, მზესუმზირა, შაქრის ჭარხალი, თამბაქო და ა.შ. ექსპერტთა ინფორმაციით, გმო-პროდუქტების წარმოება საკვებისა და აგროქიმიურ გიგანტურ კორპორაციებს აწყობთ, რადგან ისინი ამით დიდ ფულად მოგებას ღებულობენ.

ქეთი ბერიკაშვილი

http://www.opentext.org.ge/resonance

2008.02.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006