logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ალკოჰოლიზმი მკვეთრად გაახალგაზრდავდა

საქართველოში კლინიკური ალკოჰოლიზმი არა მარტო გაიზარდა, არამედ, როგორც ექიმები ამბობენ, გაახალგაზრდავდა კიდეც. მაგალითად, როგორც ნარკოლოგი ირინა ამნიაშვილი ამბობს, "ადრე საქართველოში და, მითუმეტეს, ქართველებში მკვეთრად ჩამოყალიბებული დაავადება 30 წლამდე თითქმის არ გვხვდებოდა. ამ დღეებში კი კლინიკაში თეთრი ცხელებით 23 წლის ახალგაზრდა დავაწვინეთ."
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ალკოჰოლიზმის მკურნალობას 2001 წლიდან არ აფინანსებს. მკურნალობის ფასი 640 ლარიდან იწყება. აქედან გამომდინარე, ასევე ადგილობრივი მენტალიტეტის გათვალისწინებით, გასაგებია, რომ ექიმებთან ალკოჰოლზე დამოკიდებულები მხოლოდ დამძიმებული ფორმებით ხვდებიან, როცა დაავადებას უკვე ქრონიკული ფორმა აქვს შეძენილი. თუმცა, ნარკოლოგების მტკიცებით, ხანგრძლივი რემისია შესაძლებელია სწორად ჩატარებული მკურნალობის პირობებში.
როგორც მ.ასათიანის სახელობის ფსიქიატრიიის კვლევით ინსტიტუტში განაცხადეს, საქართველოში ალკოჰოლზე დამოკიდებულთა სტატისტიკა არ არსებობს. მათი მონაცემებით, ამ კლინიკაში 2005 წელს 543 პაციენტი აღირიცხა, 2006 წელს 591, 2007 წელს 661, ხოლო 2008 წლის იანვრის მონაცემებით 52 ადამიანი აღრიცხეს. კერძო კლინიკები კი ამგვარ სტატისტიკასაც არ აწარმოებენ.
"მკურნალობა საქართველოში ყველგან ფასიანია და ამის გამო მკურნალობას, თითქმის არავინ არ აგრძელებს. პაციენტებს იმით ვეხმარებით, რომ ვუნიშნავთ მანიპულაციებს, პროცედურებს, ფიზიოთერაპიას, მაგნიტურ ველს, ფსიქოთერაპიას, ეს უკვე სტაციონარის შემდეგ, რომ მინიმალურად დაიხარჯონ," - ამბობს ნარკოლოგიის ინსტიტუტის კლინიკის დირექტორის ირინა ამნიაშვილი. მისი თქმით, მარტო აღკვეთის მდგომარეობიდან ან თეთრი ცხელებიდან ავადმყოფის გამოყვანა, მკურნალობა არაა. მთავარი რეაბილიტაციის პერიოდია.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოში ალკოჰოლიკების წლოვანება ბოლო დროს მკვეთრად გაახალგაზრდავდა და 17-18 წლამდე დავიდა. ნარკოლოგიური კლინიკა "თანადგომის" დირექტორი ზაალ ასათიანი აღნიშნავს, რომ ალკოჰოლიკებს ადრე ძალითაც მკურნალობდნენ, მერე კი აკრძალეს, რადგან არაჰუმანურ მიდგომად ჩათვალეს. "როდესაც ადმიანი ჭკუაზე არაა, როგორ უნდა შეეკითხო, უნდა თუ არა მკურნალობა, ის რა, ნორმალურ პასუხს მოგცემს" - აცხადებს ბ-ნი ზაალი და დასძენს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულთა უმრავლესობა თვლის, რომ აკონტროლებს სიტუაციას და არ თვლის რომ პრობლემა აქვს, მაგრამ ზოგიერთი თავის მდგომარეობას კრიტიკულად უდგება და თვითონ მიდის კლინიკებში სამკურნალოდ.
სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ან არაპროფესიონალების დახმარებით დასძლიონ პრობლემას, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდია და თვითნებური მკურნალობის დროს შეიძლება რაღაც გაუთვალისწინებელმა პრობლემამ იჩინოს თავი და ავადმყოფისთვის ცუდად დამთავრდეს.
ზაალ ასათიანი: "ალკოჰოლიზმი არანაკლებ რთულია ვიდრე ნარკომანია. აბსტინენციაში მყოფი ნარკომანი გარდაცვლილი მე არ მინახავს, ლოთი - კი. თეთრი ცხელება ძალიან მძიმე შედეგია, თანაც ნარკომანს ასეთი რამ არა აქვს. ეს ავადმყოფმა შეიძლება რამდენჯერმე გადაიტანოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ცუდად მთავრდება. თეთრი ცხელება და ალკოჰოლური ეპილეფსიური მუხტები ბოლო სტადიაა. ამის შემდეგ თუ დალია ადამიანმა მისი გადარჩენა ძალიან ძნელია. ალკოჰოლიკები თავიანთი თავის მტრები არიან, მაგრამ ფსიქოზის დროს შეიძლება სხვასაც დაუშავონ, მკვლელობაც ჩაიდინონ".
მკურნალობის პროცესში ავადმყოფებს უსუფთავდებათ ორგანიზმი. მათ აწუხებთ აფორიაქება, უძილობა, დეპრესია, მკურნალობაც ამის მიხედვით ინდივიდუალურია. ზოგს მდგომარეობიდან გამოსასვლელად 4-5 დღე ესაჭიროება, ზოგს - 7 დღე.
აუცილებელია ტრანკვილიზიტარები, საძილეები, დამამშვიდებლები. ამ დროს უნდა დაიძინონ, რომ მდგომარეობიდან გამოვიდნენ.
ზაალ ასათიანის განცხადებით, ყველაზე ცუდი პაციენტები მაღალი წრის, ფინანსურად შეძლებული ავადმყოფები არიან, რომლებიც სტაციონარში დაწოლას და მკურნალობას თაკილობენ და თავი ისე მოაქვთ თითქოს არც დახმარება სჭირდებათ. ცდილობენ ავადმყოფობა რაც შეიძლება შენიღბონ და საზოგადოებისგან დამალონ, მაგრამ, როდესაც უკიდურეს მდგომარეობაში ვარდებიან, უკვე შველას ხმამაღლა ითხოვენ, ოღონდ უმეტეს შემთხვევაში სახლში მომსახურებით.
ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკის დირექტორ ირინა ამნიაშვილის განცხადებით, ალკოჰოლზე დამოკიდებულთა რიცხვის მატება 90-იანი წლებიდან დაიწყო. მისი აზრით, მიზეზის გამოწვევა განაპირობა სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ამბობს, ქართველები გენეტიკური ფაქტორების გამო იშვიათად ხდებოდნენ ალკოჰოლზე დამოკიდებული.
გააჩნია რა სასმელს ღებულობს ადამიანი, აცხადებენ სპეციალისტები და დასძენენ, რომ სამწუხაროდ საქართველოში ქართველები, უკვე იშვიათად ღებულობენ ნამდვილ ქართულ კახურ ღვინოს. საზოგადოების უმრავლესობა მაგარი სპირტიანი სასმელის მიღებაზეა გადასული, რომლებიც უფრო ხშირად იაფფასიანია და ფალსიფიცირებული. ამგვარი სასმელები ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორებია ალკოჰოლიზმის ჩამოსაყალიბებლად და უფრო ნაადრევ ალკოჰოლიზმს იწვევენ.
ადამიანი ალკოჰოლზე დამოკიდებული რომ გახდეს, მნიშვნელობა სასმელის მიღების ინტენსივობასა და ხანგრძლივობასაც აქვს.
სუფთა ღვინის მიღების შემთხვევაში ადამიანი უფრო გვიან გახდება ალკოჰოლზე დამოკიდებული, ხოლო მაგარი სასმელის ხშირად მიღების შემთხვევაში ბევრად ადრე განუვითარდება სასმელისადმი დამოკიდებულება.
ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია ფიზიკურად იცხოვროს ალკოჰოლის გარეშე, მაგრამ ყოველთვის უხარია, ყოველთვის თვითონ აყალიბებს იმ სიტუაციებს, სადაც მიიღებს სასმელს. ამას იქამდე მიჰყავს, რომ მერე ვითარდება ფიზიკური დამოკიდებულება, რომელიც უკვე მძიმე დაავადებაა. ფიზიკური ანუ კომპულსიური დამოკიდებულების დროს ავადმყოფს სასმელის გარეშე არ შეუძლია, რადგან ორგანიზმი თხოვს, თუ არ დალევს, ვითარდება გენერალიზებული ტრემორი, უძილობა, აღგზნებადობა. პაციენტი ორგანიზმის დასაწყნარებლად იძულებულია მიიღოს ალკოჰოლი და სასმელს როგორც წამალს ისე ღებულობს. არ არსებობს ავადმყოფი, რომ ამ მდგომარეობიდან დახმარების გარეშე გამოვიდეს.
თეთრი ცხელების დროს ამ დროს ადამიანი არაადეკვატურია. აქვს დეზორიენტაცია, ჰალუცინაცია, ბოდვითი აზრები და ა.შ. თეთრი ცხელების დროს პაციენტი პასუხს არაფერზე არ აგებს. შეიძლება კრიმინალური ქმედებაც კი ჩაიდინოს და სწორედ ასეთ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები ხვდებიან სტაციონარში. სამწუხაროდ, სახელმწიფო ასეთ პაციენტებს არ აფინანსებს, მათ კი შესაძლებლობა არ აქვთ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ სრულყოფილი მკურნალობა ჩაიტარონ.
საინტერესოა, რომ ავადმყოფს თეთრი ცხელება შეიძლება ერთხელ დაემართოს. ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ავადმყოფი თუ გააგრძელებს სასმელის მიღებას, მეორედ რატომღაც თეთრი ცხელება აღარ ემართება და ემართება ალკოჰოლური მწვავე ჰალუცინოზი, შემდგომში შეიძლება დაემართოს ალკოჰოლური ბოდვა, ეჭვიანობის ბოდვა, რომელიც საშიშია - ამ დროს პაციენტი აბსოლუტურად უკრიტიკოა. უფრო ხშირად ეჭვიანობენ მეუღლეებზე.
ნამკურნალევმა პაციენტმა შეიძლება 10 წლის განმავლობაში არ მიიღოს სასმელი, ანუ პაციენტს მყარი რემისიის პერიოდი ექნება, მაგრამ თუ დაიწყებს ალკოჰოლის მიღებას, უმრავლეს შემთხვევაში ემართება იგივე, რაც 10 წლის წინ. ეს არის ქრონიკული დაავადება და თუ ავადმყოფი გადაწყვეტს მკურნალობას, საერთოდ აღარ უნდა დალიოს.

ნინო საბაშვილი

http://www.opentext.org.ge/resonance

2008.02.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006