logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბოლო ათ წელში ნარკოტიკების მოხმარებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სიტუაცია გაუარესდა

წამალდამოკიდებულების მკურნალობის შეფასებისა და საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რეგისტრაციის სისტემის შემდგომ კონტროლთან დაკავშირებით “შერატონ მეტეხი პალასში” ანალიტიკური ანგარიშების პრეზენტაცია მოეწყო.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო’’, ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი "ახალი გზა" და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი "ალტერნატივა ჯორჯია".
ანგარიშები მომზადებულია ზიანის შემცირების განვითარების საერთაშორისო პროგრამისა" და "კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" ფინანსური მხარდაჭერით.
პირველ ანგარიშში მოცემულია წამალდამოკიდებულების მკურნალობის შეფასება. ანგარიშის მიხედვით, ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა რაოდენობა, რომლებიც მკურნალობას საჭიროებს, სავარაუდოდ, 30 ათასიდან 35 ათასს აღწევს. ამ ფონზე ქვეყანაში არსებული მკურნალობა-რეაბილიტაციის სერვისები ნაკლებად შეესაბამება მკურნალობაზე მოთხოვნას.
მეორე ანგარიშში ნარკოტიკების მომხმარებელთა რეგისტრაციის სისტემაზე და შემდგომ კონტროლზეა საუბარი. აღნიშნული ანგარიში საქართველოში არსებულ რეგისტრაციის სისტემას იკვლევს და მის, როგორც სახელმწიფო ანტინარკოტიკული პოლიტიკის ნაწილის ზეგავლენას აფასებს იმ ადამიანების ჯანმრთელობასა და უფლებებზე, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ.
ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლის ხათუნა თოდაძის თქმით, შესწავლილი იქნა როგორც კლინიკები ისე სერვისები. ჩატარდა სხვადასხვა სახის კვლევები, რითაც ირკვევა, რომ ძირითად პრობლემას წარმოადგენს დაფინანსება.
მისი განცხადებით, ამჟამად საქართველოში სამკურნალო-სარეაბილიტაციო ნარკოლოგიური დაწესებულების რაოდენობა ძალზე შეზღუდულია, ასევე შეზღუდულია სამკურნალო მეთოდები. თოდაძე იმედოვნებს, რომ ამ პროგრამის წარდგენა გარკვეულ ბიძგს მისცემს ხელისუფლებას, რათა მოხდეს დღეისთვის არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.
როგორც შეხვედრაზე განაცხადეს ბოლო ათი წლის განმავლობაში ნარკოტიკების მოხმარებასა და მასთან დაკავშირებული პრობლემების ირგვლივ სიტუაცია გაუარესდა. არ არსებობს ქვეყანაში შესაბამისი ჯანდაცვის სისტემა.
2005 წლის ბოლოდან შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით, ქვეყანაში მეტადონით ჩანაცვლების თერაპიის პირველი პროგრამა დაიწყო, მაგრამ იგი ამგვარი მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს აკმაყოფილებს. პროგრამაში ამჟამად 225 პაციენტია ჩართული, მაშინ როდესაც მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
2008 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გათვალისწინებულია ნარკომანიის მკურნალობისათვის გარკვეული თანხების გამოყოფა, რაც, სავარაუდოდ, გათვლილი იქნება სოციალურად დაუცველი ფენებისა და სხვა მოწყვლადი პოპულაციის სამკურნალოდ.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე გიგი წერეთელი. როგორც წერეთელმა აღნიშნა, ხელისუფლებას ბევრი აქვს გასაკეთებელი ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, იქმნება ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რათა გადაიდგას ახალი ნაბიჯი და ნელ-ნელა ჩამოყალიბდეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი.

http://geo.primenewsonline.com

2008.02.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006