logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თებერვლის ბოლოს გრიპის ვირუსით დაავადების პიკი იწყება

თებერვლის ბოლოს გრიპის ვირუსით დაავადების პიკი დაიწყება. ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, ვირუსების გამოვლენის მხრივ ეს პერიოდი ძალიან საშიშია: "შარშან გრიპის ეპიდემიის პიკი მარტში დაიწყო, მაგრამ, როგორც წესი გრიპის ვირუსის პიკი თებერვლის ბოლოა. მოგეხსენებათ ამ დროს სწავლა იწყება, ინსტიტუტები ხალხით ივსება და დახურულ შენობებში ბევრი ადამინი იყრის თავს, რაც გრიპის გავრცელებას ძალიან უწყობს ხელს".
მისივე თქმით, გრიპი ჰაერ-წვეთოვანი გზით ავადმყოფიდან 1 მეტრის რადიუსში ხველების, დაცემინების ან ლაპარაკის დროს ვრცელდება, რადგან ამ დროს ვირუსების დიდი რაოდენობა იფრქვევა ირგვლივ.
თუ ავადმყოფის სიახლოვეს ზიხართ და დააცემინებს ვირუსი გადაგედებათ. ჩვენთან პირბადით ქუჩაში სიარული არ არის მიღებული, თუმცა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ასე თამამად დადიან, რადგან თუ პირბადე გიკეთია ვირუსი არ გადაგედება. ვირუსის გადადება ასევე შესაძლებელია ცხვირსახოცითაც. ვირუსის გადადება ინკუბაციური პერიოდის ბოლოდან 1-2 დღეში ხდება, ხოლო დაავადებიდან 5-7 დღის გასვლის შემდეგ ვირუსი გადამდები აღარ არის. პროფილაქტიკურ ღონისძიებების მხრივ, რეკომენდირებულია ხალხური საშუალებები და სურვილის შემთხვევაში აცრაც.
"პროფილაქტიკის მიზნით პირველ რიგში ვირუსიანი ადამიანი უნდა მოუფრთხილდეს მის ირგვლივ მყოფებს და სახლში უნდა დარჩეს, ასევე მსურველებს შეუძლიათ აცრაც. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ მაღალი რისკი ჯგუფების აცრა ხდება, მაგალითად ისეთების, როგორებიც არიან ექიმები, ბავშვთა სახლებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც მუდმივად დახურულ გარემოში იმყოფებიან და მოხუცებულთა თავშესაფრებში მცხოვრებნი. დანარჩენი მოქალაქეების აცრა კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული, რადგან აცრა უბრალო მსურველებისთვის ფასიანია", - აცხადებს იმნაძე.
ვირუსის გადადების მხრივ ასევე საშიშია ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ გამოვლენილი, რადგან ასეთი ადამიანები ჩვეულებრივ აგრძელებენ აქტიურ ცხოვრებას და შედარებთ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს გადადებენ ვირუსს.
გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან დაავადება პირველად ნიშნებს 12-დან 48-საათში ამჟღავნებს, მაქსიმუმ ეს ვადა 5 დღე გრძელდება.
ზოგადად დაავადების დასაწისი უფრო მწვავეა ვიდრე 5-7 დღის შემდეგ. ვირუსის დროს დამახასიათებელი თვისებებია მაღალი ტემპერატურა და შემცივნება. ასევე ტემპერატურის სწრაფი დაწევისას ავადმყოფს ოფლიანობაც აღენიშნება.
თუ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 38 გრადუსზე მეტს არ აღწევს, რომლის ხანგრძლივობაც 1-2 დღეს გრძელდება, დაავადების საშუალო ნორმალურ ფარგლებში მიმდინარეობის დროს - 39 გრადუსს და ამ დროს ტემპერატურის ხანგრძლივობა 2-3 დღეა, გრიპის მძიმედ განვითარების შემთხვევაში კი სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსია, მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივობა კი 4-5 დღე.

ლანა ბერიძე

http://www.opentext.org.ge/resonance

2008.02.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006