logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბავშვთა და მოზარდთა ძალადობის დაძლევის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა მედიაორგანიზაციებთან

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ფონდის "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" მიერ ჩამოყალიბებული, ბავშვთა და მოზარდთა ძალადობის დაძლევის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, რომელსაც კომიტეტის წევრი ოთარ თოიძე ხელმძღვანელობს, 22 თებერვალს მედიაორგანიზაციებს შეხვდა. ოთარ თოიძის განცხადებით, საზოგადოებრივი ცხოვრების ზრდის ტემპის პარალელურად იზრდება არასრულწლოვანთა ძალადობის ფაქტები და ხშირდება ამგვარი ძალადობის ლეტალური შედეგებით დამთავრების შემთხვევები, რამაც პრობლემის აქტუალობა განაპირობა და დღის წესრიგში დააყენა ბავშვთა და მოზარდთა ძალადობის დაძლევის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ამ მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ჩამოყალიბებულია სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია მოზარდთა და მოზარდებზე ძალადობის პრობლემის გადასაჭრელად დარგის ექსპერტების, მედიის და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მობილიზაცია და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
როგორც ფსიქიატრმა, ფონდ "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" წარმომადგენელმა, ნინო მახაშვილმა აღნიშნა, " ამ გაერთიანების მთავარ მიზანს ბავშვთა და მოზარდთა ძალადობის ფენომენის შესწავლა, პრევენციული ღონისძიებების კოორდინირება და ასევე, ახალგაზრდა "დამნაშავეთა" რეაბილიტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს". მისივე თქმით, ძალადობა სიღარიბის, უთანასწორობისა და სოციალური უსამართლობის, ფასეულობის რღვევის, პოლიტიკური არასტაბილურობისა და რესურსების ნაკლებობის როგორც მიზეზს, ასევე შედეგს წარმოადგენს.
შეხვედრაზე მოწვეულმა ფსიქოლოგმა, თამარ გაგოშაძემ ეკლესიისა და მედიის როლის მნიშვნელობაზე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ შესაძლებლობებზე ისაუბრა.
27-28 თებერვალს გაიმართება პარლამენტისა და ფონდის "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "ბავშვთა და მოზარდთა შორის ძალადობა - პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება". შეხვედრის დასასრულს, ალიანსის წევრებმა მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

http://www.parliament.ge

2008.02.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006