logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (ინვალიდთა) სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის განხილვა

"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა (ინვალიდთა) სოციალური ინტეგრაციის” კონცეფცია განიხილეს 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
კონცეფცია მომზადდა ”თანაბარი პირობების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის” პროექტის ფარგლებში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ხელშეწყობით, ფედერაცია – გადავარჩინოთ ბავშვებისა (Save the Children) და კოალიცია – დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მიერ ხორციელდება.
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში თანაბარი შესაძლებლობების საკითხებზე ერთიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის დასახვა, რისთვისაც ეროვნული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სამთავრობო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება.
ეროვნულმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა (ინვალიდთა) სოციალური ინტეგრაციის” კონცეფცია, რომელშიც ინვალიდთა საჭირბოროტო საკითხებია ასახული და მათი გადაჭრის პრიორიტეტული მიმართულებებია განსაზღვრული. ეროვნული სამუშაო ჯგუფის აზრით, ეს კონცეფცია საქართველოში თანაბარი შესაძლებლობების ეროვნული პოლიტიკის შექმნისათვის მყარი საფუძველია. კონცეფციაში ასახულია ძირითადი პრობლემები: არსებული კანონმდებლობის არაეფექტურობა, ინვალიდობის მიმართ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ინდიფერენტულობა, ინვალიდების სიღარიბე და უმუშევრობა,სამედიცინო მომსახურების დაბალი ხელმისაწვდომობა.
კონცეფციის თანახმად, სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია ინვალიდებისთვის ცხოვრების იმგვარი პირობების შექმნა, რომელიც მათ თანასწორობის პრინციპით სრულფასოვანი ჩართვის შესაძლებლობას მისცემს ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.ინვალიდთა სოციალური ინტეგრაციის ძირითადი სახელმწიფო პრიორიტეტებია: განათლება, დასაქმება და ინკლუზიური გარემოს შექმნა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა განაცხადა, კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კონცეფციას, თუმცა მას მიაჩნია, რომ მუშაობა ამ საკითხზე მთავრობასთან ერთად კვლავ უნდა გაგრძელდეს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ბრწყინვალე დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე უნდა იყოს აყვანილი. მან აღნიშნა ისიც, რომ გაუქმებული სტატუსი ინვალიდებს აუცილებლად აღუდგებათ.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე, მიზნებზე და დასახულ გეგმებზე.

http://www.parliament.ge

2008.02.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006