logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”, "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" კანონპროექტები I მოსმენით განიხილეს 20 თებერვალს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
კანონპროექტით გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ცვლილებები და ნოვაციები. დღეს მოქმედი კანონის დანართებში, ნარკოტიკების სიაში შეტანილია ფსიქოტროპული ნივთიერებები, რითიც დარღვეულია გაეროს კონვენციების მოთხოვნა.
შემოთავაზებული კანონპროექტით სწორდება აღნიშნული ხარვეზი. პროექტით დგინდება კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიები, რომლებშიც საშუალებები და ნივთიერებები შევა მათი მავნებლობის, მავნედ გამოყენების მაღალი რისკისა და ნარკოტიკული თრობის ეფექტის იდენტურობიდან გამომდინარე. კონკრეტულ სიებში შეტანილ ნივთიერებებზე და საშუალებებზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ნარკოტიკული დახმარების პრინციპებსა და ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობის წესებს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა, "ეს არის ცვლილებები პოლიტიკაში და პრაქტიკულად ახალი კანონმდებლობის შექმნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ზუსტდება ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიები და დოზები, რომლებიც, თავისთავად, დასჯადობას უკავშირდება. პოლიტიკის ცვლილებაა იმ კუთხით, რომ ნარკომანი ავადმყოფი, რომელიც პირადად მოიხმარს წამალს, არ უნდა მოხვდეს საპატიმროში ხანგრძლივი ვადით, რადგან ეს მასზე დადებით ზეგავლენას ვერ მოახდენს. ახალი პროექტის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებელს, თუ ის დანაშაულს არ ჩაიდენს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. მათთვის დაწესდება ადმინისტრაციული ჯარიმა. კანონპროექტით, შემოღებულია საჯარიმო სანქციები, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მათ შორის სავალდებულო მკურნალობაც. თუ ნარკომანი არ დათანხმდა მკურნალობას და არც ჯარიმა გადაიხადა, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღემდე ვადით", - განაცხადა გიორგი წერეთელმა.
"საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი კომიტეტის წევრმა, მანანა ჯებაშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანია საკანონმდებლო დონეზე საექიმო საქმიანობის სფეროში ექიმთა პროფესიული ასოციაციების როლის გაძლიერების უზრუნველყოფა.
კანონპროექტი ითვალისწინებს "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში რიგ ცვლილებებს, მათ შორის ექიმთა პროფესიული ასოციაციის წარდგინება - რეკომენდაცია განისაზღვრება ექიმი-სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძვლად. ასევე, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელება და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძვლად. სხდომაზე წარმოდგენილი კანონპროექტები კომიტეტის წევრებმა მოიწონეს და მხარი ერთხმად დაუჭირეს.

http://www.parliament.ge

2008.02.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006