logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    2008 წელს საქართველოში შიდსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მონაცემების თანახმად, 2008 წელს საქართველოში შიდსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეისათვის საქართველოში 1534 აივ ინფიცირებული პირია დაფიქსირებული. აქედან, 1169 მამაკაცი და 365 ქალი. თუმცა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა არაოფიციალური რაოდენობა 3 ათასს აღწევს. ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 29-40 წელია. გარდაცვლილია 321 ინფიცირებული.
ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2007 წელს საქართველოში აივ ინფიცირებულთა 344 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2006 წელს - 276 შემთხვევა, 2000 წელს - 79, 1990 წელს - 3. პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა.
აივ-ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რიცხვი თბილისშია დაფიქსირებულია - 500. თბილისს მოსდევს სამეგრელოს რეგიონი, სადაც ოფიციალურად 240 შემთხვევაა დაფიქსირებული. შემდეგ მოდიან აჭარა - 228 ინფიცირებული, იმერეთი - 198, ქვემო ქართლი - 68, აფხაზეთი - 63, კახეთი - 57, შიდა ქართლი - 36, გურია - 34, სამცხე-ჯავახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 12, სვანეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი - 6.
მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფექცია/შიდსის რეგისტრირებული 900-მდე შემთხვევის უკან დგას დაახლოებით 3000-მდე არარეგისტრირებული შემთხვევა. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.
რამდენიმე წლის წინ უცხოელი ექსპერტები ქვეყანაში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით გვაფრთხილებდნენ, რომ საქართველოს შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია ემუქრებოდა. ეს განგაში განსაკუთრებით გაძლიერდა უკრაინასა და რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, სადაც ფაქტიურად ერთ წელიწადში აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების რაოდენობამ ორჯერ და მეტად მოიმატა.
უცხოელი ექსპერტების პროგნოზი არ ეფუძნებოდა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში შექმნილი ვითარების საქართველოსა და ზოგადად კავკასიის ქვეყნებზე შესაძლო გავლენის ანალიზზე. ასეთი განცხადებების საფუძველს ქვეყნის შიგნით მოქმედი მთელი რიგი ფაქტორებიც იძლეოდა.
კერძოდ, აივ/ინფექცია შიდსის გავრცელების ხელის შემწყობი ფაქტორები საქართველოში: ნარკომანიის ფართო გავრცელება; საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობა; სგგდ-ს მაღალი პრევალენტობა; მოსახლეობის მზარდი მიგრაცია და ფართო საერთაშორისო კონტაქტები; ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებათა ნაკლებობა; სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი უნარ-ჩვევები ინფექციათა გადაცემის პროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით; პრეზერვატივებზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება; შიდსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დაბალი დონე.
ზემოდხსენებულის გათვალისწინებით, სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველოშ შიდსი მხოლოდ ეხლა იკრებს ძალას.

ელენე ფარცვანია

http://newsgeorgia.ge

2008.02.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006