logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თმის ღერით ნარკოტიკის მოხმარებაზე 4 500-ზე მეტი პირი შემოწმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოტიკული, მომწამვლელი ნივთიერებების, ფარმპრეპარატებისა და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზის ლაბორატორიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში თმის ღერით ნარკოტიკის მოხმარებაზე 4 500-ზე მეტი პირი შემოწმდა.
როგორც იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, ამიერკავკასიის მასშტაბით უნიკალურ ლაბორატორიაში კვლევები, ძირითადად, საჯარო და კერძო ორგანიზაციათა მიმართვის საფუძველზე, მათი თანამშრომლების ნარკოტიკულ დამოკიდებულებაზე შემოწმების მიზნით ტარდება.
საქართველოში მოქმედ საექსპერტო ლაბორატორიებში ნარკოლოგიური ექსპერტიზა, ძირითადად, შარდსა და სისხლზე ტარდებოდა, თუმცა აღნიშნული ობიექტებით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენა მისი მიღებიდან მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში არის შესაძლებელი.
ლაბორატორიის უფროსის ხათუნა ომიაძის განმარტებით, ახალი მეთოდოლოგიის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ მისი გამოყენებით ნარკოტიკის მიღების ფაქტის დადგენა 2-4 თვის შემდეგაც ხერხდება. გარდა ამისა, შესაძლებელია მოხმარებული ნარკოტიკის სახეობისა და დოზის დადგენაც.
„აღნიშნული მეთოდის გამოყენებით გაცილებით მეტ ინფორმაციას მოვიპოვებთ. შეგვიძლია თმის ღერში განვსაზღვროთ ყველა ის ნარკოტიკი, რომელიც გავრცელებულია საქართველოში, მათ შორის ოპიუმის, ბუპრენორფინის, მეტადონის, ე.წ. „ექსტაზებისა“ და კოკაინის ჯგუფის ნივთიერებათა შემცველობა. ასეთი შესაძლებლობის გამო, ორგანიზაციები თანამშრომელთა შემოწმებას ძირითადად თმის ნიმუშით ითხოვენ“, - განაცხადა ხათუნა ომიაძემ.
თმის ღერით ნარკოლოგიური ექსპერტიზა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2007 წლის თებერვლიდან ტარდება.

პრაიმ-ნიუსი

http://geo.primenewsonline.com

2008.02.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006