logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში ჰუმანური პროექტი დაინერგა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეხვედრა გამართეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ სამედიცინო სისტემაში პალიატიური მზრუნველობის დანერგვას მიეძღვნა.
შეხვედრას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრის დირექტორი, კატალონიის სადემონსტრაციო პროექტის ხელმძღვანელი პალიატიურ მზრუნველობაში, პროფესორი ხავიერ ბატისტე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, პროფესორი იანგ პრჟესვალდი ესწრებოდნენ.
"საერთაშორისო შეფასებით, საქართველოში პალიატიური მზრუნველობის სისტემის დანერგვის ტემპი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სინამდვილეში ანალოგიურ მოვლენებს მნიშვნელოვნად უსწრებს - განუკურნებელი პაციენტებისათვის ჰოსპისების და მობილური გუნდების სისტემები თანდათან ვითარდება. ამ საქმეს უკვე სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. შეხვედრის მიზანი ისეთი დოკუმენტის შექმნაა, რომელიც ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე პალიატიური მზრუნველობის თანდათან სრულფასოვან ჩართვას შეუწყობს ხელს" - განაცხადა პალიატიური მზრუნველობის ეროვნული პროგრამის კოორდინატორმა დიმიტრი კორძაიამ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში უკვე მეორე წელია შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის საფუძველზე საქართველოში პალიატიური სამსახური შეიქმნა, მისი მსგავსი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არ არის. საქართველო რუმინეთთან და ესპანეთთან ერთად პილოტური ქვეყანაა. წინა კვირას ორი შეხვედრა უკრაინულ დელეგაციასთან გაიმართა. უკრაინის მთავრობა და პარლამენტი დაინტერესებულია ანალოგიური სამსახური იქაც ჩამოაყალიბოს. ამიტომ მათ გამოცდილების გაზიარება და მეთოდური ხელმძღვანელობა საქართველოს პარლამენტს სთხოვეს.
"შეხვედრები მანამ გაგრძელდება, სანამ ეს სისტემა საქართველოში მთლიანად არ გაიმართება. მართალია, პალიატიური მზრუნველობის სისტემა ჩვენთან უკვე არსებობს, მაგრამ ის ყველა რეგიონს არ მოიცავს. ეს პროექტი სიღარიბესთან ბრძოლის სერიოზული ნაბიჯია, რადგან ფულს უზოგავს იმ გაჭირვებულ ოჯახებს, რომლებსაც უიმედო პაციენტების მკურნალობასა და მოვლაში ძალზე დიდი თანხები ეხარჯებათ. ეს სისტემა ემსახურება იმას, რომ ოჯახის სახსრების უმიზნოდ ხარჯვა არ მოხდეს" - აღნიშნა პარლამენტის წევრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ოთარ თოიძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა განაცხადა, რომ სანდრა რულოვსი და მისი საქველმოქმედო ფონდი ამ პროექტში მისი დაწყებისთანავე აქტიურადაა ჩართული და საერთაშორისო დახმარებებს ძალზე წარმატებით მოიპოვებს, რომ ქალბატონმა სანდრამ საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დასანერგად მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა.
"ამ ძალზე ჰუმანური მიმართულების მიზანია ადამიანებისათვის სიცოცხლის ბოლო პერიოდის შემსუბუქება. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 5 ათასამდე ონკოლოგიური ავადმყოფი იღუპება და უმრავლესობა მძიმედაა დაავადებული. პალიატიური მზრუნველობა მიზნად ისახავს მათთვის სიცოცხლის ბოლო პერიოდის ტკივილების შემსუბუქებას, რისთვისაც მედიკამენტები, ტკივილგამაყუჩებლები, სხვადასხვა სქემები არსებობს. ამ საქმეში სპეციალისტებთან ერთად ძალზე ბევრი მოხალისეა ჩართული. ქართული სამუშაო გუნდი ძალზე წარმატებულია და ჩვენს გამოცდილებას ბევრ ქვეყანასაც ვუზიარებთ".
გიგი წერეთლის თქმით, ამ ეტაპზე პალიატიური მზრუნველობის სტრატეგიის საკითხი მუშავდება.

http://www.opentext.org.ge/resonance

2008.02.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006