logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში სინჯარაში ჩასახული 500 ბავშვი ცხოვრობს

"სახელმწიფო აპირებს ჩვენი დაწესებულების კერძო პირზე მიყიდვას, რაც, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი საქმის ლიკვიდაციას გამოიწვევს," - აცხადებს ჟორდანიას სახ. ინსტიტუტის დირექტორი არჩილ ხომასურიძე და დასძენს, რომ ჩვენი დემოგრაფიული სიტუაციის მქონე ქვეყანაში უშვილობის სამკურნალო დაწესებულების ფუნქციონირების შეწყვეტა, რომელიც დღეში უშვილო ოჯახებისთვის ორ ახალ სიცოცხლეს ქმნის, დაუშვებელია: "ალბათ, პარადოქსების ქვეყანა ვართ, სადაც ყველაფერი შესაძლებელია."
გასულ კვირას თსუ-ში მედიკოსთა პირველი ქართულ-შვეიცარული სამეცნიერო კონფერენცია თემით "ადამიანის რეპროდუქტოლოგიის თანამედროვე საკითხები და პრენატალური მედიცინა" გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს და შვეიცარიის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კლინიკის სპეციალისტები მოხსენებებით გამოვიდნენ. საქართველოში რეპროდუქციულ მედიცინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მოხსენებით ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის გენერალური დირექტორი არჩილ ხომასურიძე გამოვიდა.
როგორც ხომასურიძე ამბობს, კონფერენციას საინფორმაციო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ხასიათი ჰქონდა. მისივე თქმით, საქართველოში რეპროდუქციის სფეროში გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, კიდევ ბევრი სამუშაოა. საქართველოში სინჯარაში ჩასახული 500 ბავშვი ცხოვრობს. ეს საკმაოდ ბევრია. მათ შორის ყველაზე უფროსი უკვე 8 წლისაა. 20 წლის განმავლობაში საქართველოში აბორტების რაოდენობა 300 ათასიდან 15 ათასამდე დავიდა. არც ესაა ცუდი მაჩვენებელი. მართალია, ამის საპასუხოდ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რეპროდუქციული აქტივობა, ანუ მშობიარობის რაოდენობა, შემცირდა. 1987 წელს მშობიარობის რაოდენობა 100 ათასი იყო, ახლა 50 ათასია, ანუ ორჯერ ნაკლები. მაგრამ, მაინც მნიშვნელოვანია, რომ აბორტების რიცხვიც 20-ჯერ შემცირდა. სპეციალური კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ კონტრაცეპციის მოხმარების სიხშირემ ქვეყანაში 50%-ს, ხოლო თბილისში 65%-ს მიაღწია. ანუ, თბილისში მცხოვრები ქალების 65% კონტრაცეპტივებით სარგებლობს. 1987 წელს კონტრაცეპტივების მოხმარების მაჩვენებელი 0% იყო. მაშინ მხოლოდ აბორტს მიმართავდნენ.
არჩილ ხომასურიძე აღნიშნავს, რომ ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს მიმართავენ მაშინ, როდესაც ქალებს უშვილობის მკურნალობის არცერთი მეთოდი არ შველით. ეს ტექნიკურად ძალიან ფაქიზი და რთული პროცესია. კვერცხუჯრედი, რომელიც მიკრონების დონეზეა, მიკროსკოპის ქვეშ უნდა მონახო, დაიჭირო, არ დააზიანო და გადაიტანო "პეტრის ფინჯანში". შემდეგ სპერმატოზოიდით უნდა გაანაყოფიერო. ეს თითქოს შედარებით ადვილია, მაგრამ სპერმატოზოიდები ყოველთვის ვარგისნი არ არიან. ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისა და ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს გამო, საღი სპერმატოზოიდის პოვნაც ძნელია.
რა თქმა უნდა, საამისოდ დონორების სპერმა და სპეციალური ბანკიც არსებობს, მაგრამ ზოგი დონორის სპერმაზე უარს ამბობს და პარტნიორის, ან ქმრის სპერმით უნდა ხელოვნური განაყოფიერება. მათი სპერმა კი ხშირ შემთხვევაში არ ვარგა. შემდეგ უკვე ნაყოფის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრება ჭირს. ქალი, რომელიც 15 წელი უშვილოა, მისი საშვილოსნო ატროფიულია და მას თავისი ფუნქცია დავიწყებული აქვს. ასეთ მდგომარეობაში ნაყოფი მის კედელზე უნდა მიამაგრო. შემდეგ შეიძლება ჰიპერსტიმულაცია მოხდეს და ორგანიზმმა განდევნოს ნაყოფი. ამიტომ, ხელოვნური განაყოფიერების ეფექტურობა რომ გაიზარდოს, რამოდენიმე კვერცხუჯრედს ანაყოფიერებდნენ. ახლა ამ მეთოდს აღარ მიმართავენ, რადგან ზოგჯერ ტყუპები ჩნდებიან და არა ორი, არამედ სამიც და ოთხიც. ოთხი ტყუპი სამ შემთხვევაში გაჩნდა. დედები კი ვერ ინახავენ ამდენ ბავშვს.
ხელოვნური განაყოფიერება 25%-დან 40%-მდე ამართლებს. ერთი მცდელობა, გარანტიის გარეშე, პაციენტს 3 ათასი დოლარი უჯდება. ეს მსოფლიოში ყველაზე იაფია. ეფექტურობის გარანტია კი 40%-მდეა, ანუ ორი ქალიდან ერთი შეიძლება დაორსულდეს. ამ შემთხვევაშიც საფრთხე იქმნება, იმიტომ, რომ ქალის ორგანიზმმა ორსულობა ბოლომდე უნდა მიიტანოს. საბოლოოდ, ეს მაჩვენებელი 25%-მდე ჩამოდის. დანარჩენში ორსულობა წყდება. ასევეა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.
ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში, ახლა მათ რიგებს უნგრეთიც დაემატა, ხელოვნური განაყოფიერების სამი მცდელობის საფასურს სახელმწიფო იხდის. ჟორდანიას ინსტიტუტში დღეში ორი ბავშვის ჩასახვა ხორციელდება. 18 წლის მანძილზე სახელმწიფოსგან არაფერი არ მიუღიათ. ახლა იმდენად მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, რომ დეპოპულაცია, ანუ ერის გადაგვარება ხდება. ამ დროს უშვილობის მკურნალ საავადმყოფოს ფუნქციონირებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. არჩილ ხომასურიძის თქმით, საქმე ისაა, რომ სახელმწიფო აპირებს დაწესებულების კერძო პირზე მიყიდვას, რაც, ეჭვგარეშეა, რომ მათი საქმის ლიკვიდაციას გამოიწვევს.
უშვილობისას ქალებში ძალიან პრობლემატურია ანოვულაცია, ანუ კვერცხუჯრედის მომწიფება. ეს ძირითადად ენდოკრინული ტიპის უშვილობაა, რომლის მკურნალობაც საკმაოდ რთულია. საქართველოში ეს პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს, იმიტომ რომ ჩვენს ქალებში ძალიან გავრცელებულია პოლიკისტოზი. ამ დაავადების მაჩვენებელი ჩვენთან სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. ამის მიზეზი არავინ იცის და ეს ანოვულაციაში, უშვილობაში და ჭარბთმიანობაში მჟღავნდება. მისი მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია. მაგრამ, გამომწვევი მიზეზები არავინ იცის. დროულად თუ ჩაერევით, 90% განიკურნება და ორსულობაც შედგება.
არანაკლები პრობლემების წინაშე დგანან ქართველი მამაკაცები. ქალებს სპეციალური სამსახური და ექიმები ემსახურებიან. მამაკაცების რეპროდუქციული ფუნქცია სრულიად მიუხედავია. მთელს ქვეყანაში ანდროლოგიური განყოფილება, ანუ მამაკაცებისთვის სპეციალური განყოფილება მარტო ჟორდანიას ინსტიტუტშია. მსოფლიოშიც ასეა, სპეციალური ანდროლოგიური საავადმყოფოები ან კონსულტაციები არაა. ევროპაშიც ასეთი დაწესებულება თითო-ოროლაა. ასე რომ, მამაკაცები, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, ძალიან დაჩაგრულები არიან.
სპერმატოგენეზის დარღვევისა და იმპოტენციის მიზეზი ძირითადად ეკოლოგია, ალკოჰოლიზმი და ნარკომანიაა. ყველაზე ცუდ გავლენას დაბინძურებული ეკოლოგია ახდენს. სპერმაზე ძალიან ცუდად მოქმედებენ ანტიბიოტიკები. მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რომელ ჯგუფს განეკუთვნებიან. ყველა ერთნაირად აზიანებს სპერმატოზოიდებს. ასევე მნიშვნელოვან და ცუდ გავლენას ახდენს სიმსუქნე. ეს მამაკაცებისთვის საშინელი დაავადებაა.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ბაქტერიების ეპოქა დამთავრდა და ახლა ვირუსების სირთულის წინაშე ვდგავართ. ვირუსზე არავითარი ანტიბიოტიკი და არც სხვა რამ არ მოქმედებს. ვირუსთა შორის განსაკუთრებით საშიშია პაპილომის ვირუსი, რომელიც ინფიცირებული ქალების 70%-ში საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს, ხოლო მამაკაცების 100%-ში - პენისის კიბოს. ჰერპესის ვირუსით მოსახლეობის 99%-ია ინფიცირებული, ხოლო ციტომეგალოვირუსიც დაახლოებით ამავე მასშტაბებს მოიცავს. ის ქალებში ორსულობას წყვეტს. დანარჩენი ვირუსები სხვებთან შედარებით ნაკლებად საშიშია.

ნინო ფრანგიშვილი

http://www.opentext.org.ge/resonance

2008.02.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006