logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმოს მოხსენება თამბაქოსთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნიუ-იორკში წარმოდგენილ ახალ მოხსენებაში ნათქვამია, რომ მოწევა ყველა ფორმით მთელს მსოფლიოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია და ამ მიზეზის თავიდან აცილება შესაძლებელია. თამბაქო კლავს იმ ადამიანების მესამედსა თუ ნახევარს, რომელიც მას რეგულარულად იყენებს 15 წლის განმავლობაში.
ყოველ ექვს წამში თამბაქოს ერთი სიცოცხლე ეწირება. ყოველწლიურად თამბაქო 5,4 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. თუ გადამჭრელ ზომებს არ მივიღებთ, 2030 წლისთვის ეს ციფრი რვა მილიონამდე გაიზრდება. 21-ე საუკუნეში თამბაქოსგან შეიძლება დაიღუპოს მილიარდამდე ადამიანი, რომელიც მოწევას ვერ გადაეჩვევა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ მწეველების დიდ ნაწილი სურვილის მიუხედავად ვერ ახერხებს მოწევაზე უარის თქმას. თამბაქოს ეპიდემიის მსხვერპლთა რიცხვი აჭარბებს ინფექციურ დაავადებების მსხვერპლთა რაოდენობას. ამ სავალალო სტატისტიკის მიუხედავად, არც ერთ ქვეყანას მსოფლიოში ბოლომდე არ შეუსრულებია საერთაშორისო მოთხოვნები, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2005 წლის 27 თებერვლის ჩარჩო კონვენციაშია წარმოდგენილი.
კონვენცია მონაწილეებს ავალდებულებს, აკრძალონ თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, გაზარდონ თამბაქოს ნაწარმის ფასი და მიიღონ ზომები არამწეველთა დასაცავად. ის კრძალავს მოწევას საზოგადოებრივ ადგილებში. კონვენციის შესაბამისად წარწერები, რომლებიც მოწევის მავნებლობის შესახებ გაფრთხილებას შეიცავს, უნდა იკავებდეს თამბაქოს ნაწარმის ყუთის ზედაპირის ნახევარს.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ ხუთი პროცენტი ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებმაც ბოლომდე შეასრულეს თუნდაც ერთი შემოთავაზებული ზომა, რომელიც მოწევის დონის შემცირებისკენაა მიმართული და მიიღეს ეროვნული კანონმდებლობა. მსოფლიოს ქვეყნების 40% დღემდე არ კრძალავს მოწევას საავადმყოფოებსა და სკოლებში.
თამბაქოს გადასახადებიდან სახელმწიფოთა შემოსავლები საშუალოდ ხუთჯერ აღემატება სახსრებს, რომლებსაც ისინი ნიკოტინთან ბრძოლის მიზნით ხარჯავენ.
დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა ექვსი საკვანძო სტრატეგია, მიმართული თამბაქოს ეპიდემიის წინააღმდეგ. ისინი ეხება თამბაქოს კონტროლს და მოწევის თავიდან აცილების პოლიტიკას, ადამიანების დაცვას თამბაქოს ბოლისგან, იმ მწეველების დახმარებას, რომლებსაც უნდათ ამ მავნე ჩვევისთვის თავის დანებება, სიგარეტების რეკლამის აკრძალვას, თამბაქოზე გადასახადის გაზრდას.

მელსიდა აკოფიანი

http://newsgeorgia.ge

2008.02.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006