logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    როგორ დავძლიოთ სტიგმა: საქართველოში მოსახლეობის 2% ფსიქიურად დაავადდა

მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ძლიერი სტრესი და ამასთან, ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარება მოსახლეობის გარკვეული ფენისთვის სავალალო შედეგის მომტანი აღმოჩნდა - მოსახლეობის თითქმის 2% ფსიქიურად დაავადდა. ოფიციალური მონაცემებით ბოლო 15 წლის განმავლობაში ასეთი კატეგორიის ადამიანთა რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა, რაც ექსპერტთა თქმით, სასწრაფოდ გამოსასწორებელია. ოფიციალური სტატისტიკით, დღეს საქართველოში ფსიქიურად 107 ათასი ადამიანია დაავადებული, რაც რეალურ მაჩვენებელთან შედარებით, როგორც წესი, ბევრად ნაკლებია. ამათგან, 70 ათასი ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერშია აღრიცხული, 20 ათასი გონებრივი ჩამორჩენილობის მქონეა, დანარჩენი კი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი, რომლებიც ასევე ფსიქიატრების განცხადებით, ფსიქიურად დაავადებული ადამიანები არიან. მიუხედავად დაავადებულთა მატებისა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საწოლების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. თუ 1991 წლამდე ასეთ დაწესებულებებში საწოლების რაოდენობა 5 ათასს აღწევდა, დღეს მხოლოდ 1400 საწოლს შეადგენს. საქართველოში დღეისთვის ფუნქციობს 7 ფსიქიატრიული საავადმყოფო, 2 თავშესაფარი და ფსიქიატრიული განყოფილება ციხის ცენტრალურ კლინიკაში. 15-15 საწოლი დგას სამ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში. 50 საწოლი განთავსებულია ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
აღნიშნული რიცხვებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ პრობლემა სერიოზულია. "ფსიქიკურად დაავადებული პირების სოციალური დაცვა და შრომით საქმიანობაში ჩაბმა, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი პრობლემის დასაძლევად. ასევე მნიშვნელოვანია ამ ტიპის პაციენტებისადმი საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლა", - ერთხმად აღნიშნავენ, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პრობლემის დასაძლევად შესაბამისი სამუშაოების ჩატარების ინიციატივით გამოდიან.
სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გასულ კვირას პარლამენტის ბიზნესის საერთაშორისო ასოციაციაში გაიმართა რიგით მესამე მრგვალი მაგიდა თემაზე: "უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის". ღონისძიების ორგანიზატორი იყო ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" და საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია. მასში მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ამ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა ოთარ თოიძემ განაცხადა, შემუშავებულია რეფორმის პროექტიც, რომლის მთავარი ამოცანებია მომსახურების ხელმისაწვდომობა, ხარისხის გაუმჯობესება დაფინანსებისა და მომსახურების მიწოდების ეფექტური მოდელების დანერგვის გზით.
სამთავრობო პროექტის თანახმად, საქართველოში ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება: მრავალპროფილურ საავადმყოფოებში, იძულებითი მკურნალობის სპეციალიზებული ფსიქიატრიულ საავადმყოფო-თავშესაფარში, გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურების დაწესებულებაში - თავშესაფარში.
სულ რეფორმის შედეგად საქართველოში შეიქმნება 1465 ფსიქიატრიული ტიპის საწოლი, 1000 - მწვავე შემთხვევების სამკურნალოდ. ეს დაწესებულებები გადანაწილდება მრავალპროფილურ კლინიკებში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კრიტერიუმის გათვალისწინებით. სამთავრობო გეგმის შესაბამისად, თბილისში შეიქმნება 430 საწოლი (340 მწვავე და 100 თავშესაფრის ტიპის, რეგიონებში შეიქმნება 1035 საწოლი (660 მწვავე და 365 თავშესაფრის ტიპი). შეიქმნება ასევე 465 თავშესაფრის ტიპის დაწესებულება თანდართული მოთხოვნების დაცვით. ფსიქიატრიული საწოლების მრავალპროფილურ საავადმყოფოებში ინტეგრაციის შედეგად აღარ იარსებებს მონოპროფილური ფსიქიატრიული დაწესებულებები.
იძულებითი მკურნალობის დღეს არსებული სამი დაწესებულების ბაზაზე (ბედიანში, ფოთში, ქუტირში) ჩამოყალიბდება ერთი დაწესებულება ქუტირის საავადმყოფოს ბაზაზე, სადაც განხორციელდება ყველა რეჟიმის პაციენტების მკურნალობა.
საინვესტიციო პროექტების დაწყებისთანავე კერძო ინვესტორი გახდება დღეს არსებული იმ სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების და სააქციო საზოგადოებების მფლობელი და მმართველი, რომლებიც აწარმოებენ ფსიქიატრიულ სტაციონარულ მომსახურებას.
მწვავე სტაციონარული მომსახურება დაფარული იქნება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის პირობებით. მწვავე მომსახურება გულისხმობს მრავალპროფილური კლინიკის ფსიქიატრიულ განყოფილებებში 45 დღემდე მკურნალობას, მკურნალობის ერთ ეპიზოდზე 800 ლარის ლიმიტის პირობებში. გადახდისუნარიანი მოსახლეობა ფსიქიატრიული მომსახურების სტაციონარული მკურნალობის ღირებულებას გადაიხდის სხვა ტიპის მომსახურების მსგავსად თავად. გრძელვადიანი მომსახურების დასაფინანსებლად გაიცემა სამედიცინო მომსახურების ვაუჩერი - წლიური ლიმიტი 4380 ლარი.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სახელმწიფო ბიუჯეტში ფსიქიატრიის პროგრამების დაფინანსების ზრდის აუცილებლობაზე. მედიცინის აღნიშნული დარგის დაფინანსება ამჟამად დაახლოებით 9,5 მილიონი ლარია. იმისათვის, რომ ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებს სრულფასოვანი ეფექტიანი დახმარება გაეწიოთ, 70-80 მილიონი ლარი მაინც არის საჭირო. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მხოლოდ დაფინანსება პრობლემას ვერ მოაგვარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ განვითარებად ქვეყნებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ჯანდაცვის ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლები იხარჯება.
"პრობლემის მოსაგვარებლად ფსიქიატრიული სამსახურის სწორი რეფორმა და დაფინანსების კიდევ უფრო გაზრდაა საჭირო. დაფინანსების გაზრდასთან ერთად საჭიროა მოსახლეობის ცოდნის ამაღლება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ფსიქიურად დაავადებული ადამიანი, რადგან ძალიან ხშირად ფსიქიურად დაავადებულების მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ, რაც არსებული სტიგმის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის. ამიტომ, უნდა განვითარდეს თემაზე ორიენტირებული ინსტიტუტი და ადამიანს უნდა დავეხმაროთ სახლში, მისთვის ჩვეულ გარემოში. თუკი ასეთი ტიპის ფსიქიატრიულ დახმარებას დროულად გავუწევთ დაავადების საწყის ეტაპზე, მაშინ ძალიან ბევრი ფსიქიურად დაავადებული ადამიანი არ გახდება ფსიქიატრიულში დასაწვენი. "ფსიქიატრიული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის განვითარება, რადგან სწორედ პირველადი დახმარების ექიმმა უნდა აღმოაჩინოს, რა აწუხებს ადამიანს, ხომ არ ჭირს მას დეპრესია, უძილობა ან ნევროზი", - განაცხადა ფსიქიური ჯანმრთელობის კოალიციის დირექტორმა მანანა შარაშიძემ.

ელზა წიკლაური

http://www.opentext.org.ge/resonance

2008.02.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006