logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ლეიშმანიოზის შემდეგ გრიპი შემოგვიტევს

თბილისის პარაზიტოლოგიის ცენტრში ამბულატორიულ განყოფილებაში ლეიშმანიოზიით დაავდებული 17 ადამიანია მოთავსებული. მათგან 15 მცირეწლოვანი ბავშვია, ორი მძიმე მდგომარეობაშია. მათ აღენიშნებათ საერთო სისუსტე და მაღალი ტემპერატურა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძრვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, ლეიშმანიოზი წლის ამ სეზონზე იწყებს გამოვლენას და არც გაზაფხულამდე დაავადებულთა რაოდენობის ზრდაა გამორიცხული.
ლეიშმანიოზის ძირითადი რეზერვუარი მწერები და ძაღლები არიან. ზაფხულში მწერის ნაკბენით შესული ვირუსი ადამიანის ორგანიზმში საინკუბაციო პერიოდი 3-4 თვის განმავლობაში გადის და ავადმყოფობა უკვე ზამთარში იჩენს თავს.
ლეიშმანიოზის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, აგრეთვე ღვიძლისა და ელენთის გადიდება. მედიკოსები მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, ამბულატორიას დროულად მიმართონ.
პაატა იმნაძის თქმით, ძირითადად ავადდებიან 4 წლამდე ასაკის ბავშვები, თუმცა ბოლო ხანებში უკვე იმუნოდეფიციტის გამო დიდებიც არიან დაინფიცირებულები. მისივე მონაცემებით, შარშან ლეიშმანიოზის 184 შემთხვევა დაფიქსირდა, წლეულს უფრო მეტს ელოდებიან.
თბილისის პარაზიტოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი გიორგი ჭუბაბრია ექიმებს მოუწოდებს ლეიშმანიოზის გამოვლენისთანავე პაციენტები პარაზიტოლოგიის ცენტრში გადააგზავნიან, რათა არ დაგვიანდეს მკურნალობა.
ჭუბაბრიას თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა ექიმებს დაავადება ჩვეულებრივ გრიპში ერევათ, ამიტომ საჭიროა პირველადვე გაისინჯოს ღვიძლი და ელენთა და გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი. დროულად გამოვლენის შემთხვევაში ლეიშმანიოზი 21 დღის ვადაში ინკურნება.
თებერვლის ბოლოს ვირუსული გრიპის შემთხვევები მოიმატებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა ეროვნული ცენტრის უფროსი ვარაუდობს, რომ თებერვლის ბოლოს ვირუსული გრიპის შემთხვევათა მატება კიდევ გაიზრდება.
საერთოდ, ვირუსი იმ კუთხით ქმნის საფრხეს, რომ ჩაკეტილი სივრცის განიავება ვერ ხერხდება, გრიპის ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. შესაბამისად, გრიპის გადადება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხდება.
პაატა იმნაძის თქმით, გრიპის პროფილაქტიკა ოთახების ხშირი განიავებით და ხელების ხშირი დაბანითაა შესაძლო. ამ ეტაპზე მაღალი ტემპერატურის და ვირუსული გრიპის სიმპტომატიკის გამო, გამოძახებებმა თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურშიც იმატა.

ეკა ბაქრაძე

http://www.presa.ge

2008.02.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006