logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მოსახლეობის კლების ასეთი სწრაფი ტენდენცია საქართველოს ისტორიას არ ახსოვს

ქართველი და უცხოელი მეცნიერების გათვლა-გაანგარიშებით 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა განახევრდება(!), ხოლო ასეთი ტემპით დემოგრაფიული კატასტროფის პირობებში რა მოგველის საუკუნის ბოლოს?!
ვისაც ერის ბედ-იღბალი და შვილების მომავალი აღელვებს, უთუოდ შეშფოთდებოდა მსოფლიო ბანკის მიერ ამ ცოტა ხნის წინ გაკეთებული ანალოგიური ანგარიშის შემდეგ, რომლის მიხედვით განახევრება 2050 წლამდე უფრო ადრეც მოგველის(!)...
XX საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში ყოველწლიურად 94 ათასი ბავშვი იბადებოდა. ყველაზე მეტი ახალშობილი 1961 წელს მოევლინა ქვეყანას - 104 ათასი. 2005 წელს 46 ათასი(!) ბავშვი დაიბადა...
1941-45 წლებში, დიდი სამამულო ომის დროს, როცა საქართველომ 300 ათასი ვაჟკაცი შესწირა ფაშიზმთან ბრძოლას, ჩვენი ბუნებრივი მატება 135 ათასი ადამიანი იყო. 2001-2005 წლებში კი 6 ათასს(!) ვერ მივაღწიეთ...
1989 წელს ყოველი ათასი დედა შემცვლელად 1003 გოგონას შობდა. 2004 წელს ეს მაჩვენებელი 662-მდე დავიდა...
1981-90 წლებში საქართველოში 456 ათასი გოგონა დაიბადა. 1995-2004 წლებში კი 238 ათასი(!). შობადობის თანამედროვე პარამეტრები, რომელიც თაობათა ცვლისთვისაა საჭირო, თითქმის განახევრდა. ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი მშობლის ანაზღაურება ხდება.
1979 წელს საქართველოში 52 ათასი ყმაწვილი დაქორწინდა, 2002 წელს კი - 12500...
საქართველოს, დღევანდელი მონაცემებით, თითქმის ნახევარ მილიონამდე გაუთხოვარი ქალი ჰყავს, ხოლო 76 ათასი განქორწინებულია...
1959 წლამდე მოსახლეობის რაოდენობით ვლიდერობდით სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთს (ლამის ერთად აღებულს) ვუსწრებდით. დღეს სომხეთს ბევრი აღარ უკლია, რომ დაგვეწიოს, ხოლო აზერბაიჯანელებმა უკვე თითქმის 4 მილიონით ჩამოგვიტოვეს...
თვალსა და ხელს შუა ვილევით! ამას მეცნიერთა ენაზე დემოგრაფიული ზამთარი ჰქვია და სწორედ ამ თოვლივით დავდნებით და გავქრებით ისე, რომ გაზაფხულის დადგომაც აღარ გვეღირსება...
მილიონზე მეტი ქართველია გასული საქართველოდან ლუკმაპურის საშოვნელად. მათი უმრავლესობა სწორედ საჯიშე ქართველები არიან.
ან რა ეშველებათ იმათ, ნარკოტიკებით რომ ისპობენ მომავალს? მარტო ოფიციალური მონაცემებით, ასეთი 300 ათასი მაინცაა. გაამრავლებენ ისინი ერს? ეყოლებათ ჯანსაღი შვილები?..
და კიდევ, ამდენი დასაქორწინებელი, ამდენი განქორწინებული, ამდენი ეკონომიკურად გაჭირვებული, ამდენი უსახლკარო...
მოსახლეობის კლების ასეთი სწრაფი ტენდენცია, რაც უკანასკნელ ათწლეულში დაფიქსირდა, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.
ამაზე ვიფიქროთ, ვიდრე საბოლოოდ არ გადავჩეხილვართ, თორემ ვაითუ ამ “დემოგრაფიულმა ზამთარმა” ისე გაგვითიშოს გული და გონება, რომ ჩვენი “გაზაფხულის” დადგომას ათასებმა კი არა, მილიონებმაც ვეღარ უშველოს...

ზვიად სეხნიაშვილი

http://www.kvirispalitra.ge

2008.02.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006