logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა

პარლამენტის ბიზნესის საერთაშორისო ასოციაციაში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: "უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის". ღონისძიების ორგანიზატორი იყო ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" და საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია. მასში მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ამ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა ოთარ თოიძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანია პარლამენტისა და მთავრობისათვის რეკომენდაციების შემუშავება, რომელსაც შემდგომში ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის დოკუმენტის მოსამზადებლად გამოიყენებენ. დოკუმენტში უნდა აისახოს ღონისძიებები, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად განხორციელდება. უპირველესი, რაც უნდა გაკეთდეს, სტაციონარების ინფრასტრუქტურის შექმნა და სათანადო მომსახურების ადგილზე გაწევის განვითარებაა.
ერთ-ერთი პრიორიტეტია ფსიქიკურად დაავადებული პირების სოციალური დაცვა და შრომით საქმიანობაში ჩაბმა. ასევე მნიშვნელოვანია ამ ტიპის პაციენტებისადმი საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლა.
ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 15 წლის განმავლობაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა და 107 ათასს მიაღწია, რაც ქვეყნის მოსახლეობის 2 პროცენტია. როგორც წესი, არაოფიციალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სახელმწიფო ბიუჯეტში ფსიქიატრიის პროგრამების დაფინანსების ზრდის აუცილებლობაზე.
მედიცინის აღნიშნული დარგის დაფინანსება ამჟამად დაახლოებით 9,5 მილიონი ლარია. იმისათვის, რომ ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებს სრულფასოვანი ეფექტიანი დახმარება გაეწიოთ, 70-80 მილიონი ლარი მაინც არის საჭირო.

მედიანიუსი

http://www.opentext.org.ge/resonance

2008.02.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006