logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მრგვალი მაგიდის სადისკუსიო შეხვედრა – “უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის”

ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო ასოციაციაში, ფონდის "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი” და საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდის სადისკუსიო შეხვედრა თემაზე "უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის” და ფსიქიატრიული სამსახურის მომხმარებელთა ნამუშევრების გამოფენა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის არტ-თერაპიული სახელოსნოდან. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ოთარ თოიძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, გასულ წელს შემუშავდა კანონი ფსიქიური დახმარების შესახებ, ხოლო ახლა დღის წესრიგში დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალური პოლიტიკის დოკუმენტის შექნა. "პროგრამა "უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის" არის სახელისუფლებო პროგრამის "საქართველო სიღარიბის გარეშე" ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი", – აღნიშნა ოთარ თოიძემ.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს და იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები; სახელმწიფო ბიუჯეტში ფსიქიატრიის პროგრამების დაფინანსების ზრდის აუცილებლობა; საქართველოს ჯანდაცვის ფსიქიატრიის პროგრამის დაგეგმვა; ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების კვლევა, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი რეალური ბიუჯეტის განსაზღვრისთვის; საბიუჯეტო ციკლის მართვის პროცესში საზოგადოებრივი სექტორის მონაწილეობის საჭიროება.
შეხვედრა ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო პოლიტიკის რეფორმის პროექტის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს DFID (საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი) და ახორციელებს Adam Smith International და UGPN.

http://www.parliament.ge

2008.01.31


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006