logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ზრდასრულ თბილისელთა 6,9%-ს კიბო ან ციროზი ემუქრება

თბილისში ზრდასრული მოსახლეობის 6,9% C-ჰეპატიტის ვირუსითაა ინფიცირებული. ამის შესახებ განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, ეს რიცხვი მისი ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ გავითვალისწინებთ რეგიონიდან გაკეთებულ მომართვებს, სტატისტიკური სურათი თითქმის იგივე იქმნება. ამ ვირუსით ნარკომანების 69%-ია დაავადებული. თანაც, ამ ჯგუფის ჰეპატიტის მკურნალობას სახელმწიფო არ აფინანსებს. მისი ფორმების გათვალისწინებით კი მკურნალობა 7-დან 14 ათას დოლარამდე ჯდება. თუმცა მოსახლეობაში მუსირებს აზრი, რომ საქართველოში ჰეპატიტებზე დადგენილი დიაგნოზი სანდო არაა.
C ჰეპატიტი ინფექციური დაავადება, რომლის დროსაც უპირატესად ზიანდება ღვიძლი და ვითარდება მისი ანთება, ანუ ჰეპატიტი. C ჰეპატიტის სერიოზულობას და პრობლემატურობას ისიც განაპირობებს, რომ დაავადება ძალიან დიდხანს შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ანუ ავადმყოფი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობდეს. შესაძლოა მან არც იცოდეს თავისი დაავადების შესახებ და ექიმს მიმართავს უკვე ძალიან გვიან, მაშინ, როდესაც უკვე შესაძლოა განვითარებული იყოს სერიოზული, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები.
მას შემდეგ, რაც ვირუსი ორგანიზმში შეიჭრება, დაახლოებით 6 ან 8 კვირის შემდეგ ვითარდება დაავადების მწვავე სტადია. ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. იშვიათია სიმპტომური მიმდინარეობა: კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, შარდის გამუქება, დისკომფორტი მუცლის არეში, ძლიერი სისუსტე და ა.შ. ეს სტადია ან გამოჯანმრთელებით მთავრდება, რაც ძალიან იშვიათია, ან ქრონიკულ მიმდინარეობას ღებულობს.
ქრონიკული ჰეპატიტი წლების (15-20-30 წელი) განმავლობაში ყოველგვარი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. დროთა განმავლობაში გამოიხატება ზოგადი სიმპტომები, როგორიცაა ადვილად დაღლა. სხვათაშორის, ამ სიმპტომს ძალიან ბევრი ავადმყოფი აღნიშნავს და მიჩნეულია C ჰეპატიტისთვის კარდინალურ ნიშნად. ასევე უჩივიან სისუსტეს, დისკომფორტს მუცლის არეში, ქაჩვის და სიმძიმის შეგრძნებას ღვიძლის არეში. დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული კვლევების შედეგად ისმება.
”საქართველოში ძალიან ცოტაა სფერო, რომელშიც დიაგნოზირება და მკურნალობა იმდენადაა მიახლოებული საერთაშორისო სტანდარტებთან, როგორც შიდსისა და ჰეპატიტების შემთხვევაში. ჩვენთან პრაქტიკულად ყველაზე უკეთესი მეთოდია დანერგილი, რაც კი მსოფლიოში ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტირებაში არსებობს, ”- აღნიშნავს ბ-ნი თენგიზ ცერცვაძე. მისივე თქმით, კლინიკაში ხორციელდება ღვიძლის ელასტიურობის ხარისხის განსაზღვრა ახლადშეძენილი აპარატით - ფიბროსკანით. ამ მეთოდს ღვიძლის ელასტოგრაფია ჰქვია, რომელიც ციროზის ან ფიბროზის არსებობის დადგენის თითქმის 100%-იანი სიზუსტის შესაძლებლობას იძლევა.
ჰეპატიტების სახეობებს შორის ყველაზე სახიათოა B და C ჰეპატიტი. D ჰეპატიტი ცალკე არ არსებობს. ის აუცილებლად B ჰეპატიტზე ზედდებული დაავადებაა. ანუ, ის ან კო-ინფექციაა ან სუპერინფექცია. ეს სახეობები ხასიათდება ქრონიკული ფორმების განვითარებით, რომელიც შემდეგ ან ციროზით მთავრდება, ან კიბოთი.
B ჰეპაპტიტი 90%-ში თვითგამოჯანმრთელებით მთავრდება. იმასაც ამბობენ, რომ 95%-შიც კი ასეა. ამიტომ, ყოველი 10 ავადმყოფიდან ერთს რჩება ქრონიკული B ჰეპატიტი, ხოლო 9 თავისით მორჩება. ჰეპატიტი C შემთხვევაში კი პირიქითაა. შემთხვევათა 70-85%-ში ის ქრონიკულ პროცესს იძლევა. ხოლო თვითგამოჯანმრთელება დაავადებულების 15-დან 30%-ზე მოდის. ამიტომ დღეს C ჰეპატიტით დაავადებული გაცილებით მეტია, ვიდრე B-თი.
რაც შეეხება მკურნალობას, ის საკმაოდ ძვირი ჯდება. არც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება. ამიტომ მოსახლეობას ძალიან უჭირს მკურნალობის ჩატარება. სადღეისოდ C ჰეპატიტის სამკურნალოდ ინტერფერონის ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება. უფრო ზუსტად სამკურნალოდ კომბინირებული ანტივირუსული პრეპარატები ინიშნება. ეს მკურნალობა დაავადების პროგრესირების თავიდან აცილების მიზნით საკმაოდ ეფექტურია.

ნინო ფრანგიშვილი

http://www.opentext.org.ge/07/resonance

2008.01.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006