logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისში სასწრაფო გამოძახებების რაოდენობა გაიზარდა: 1-დან 17 იანვრამდე 8128 გამოძახება დაფიქსირდა

თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობა გაიზარდა. როგორც "033"-ის სამედიცინო დირექტორი ივა ყაჭიური აცხადებს, გამოძახებების გაზრდა ახალი წლის დღეებს უკავშირდება. თუმცა, მისივე თქმით, "2008 წლის დასაწყისში წინა წლებთან შედარებით გამოძახებებმა უჩვეულოდ იმატა".
ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე სულ 8 128 გამოძახება დაფიქსირდა. მათგან 51 - მოტეხილობებთან, 72 - ავარიებთან, 11 - სიმაღლიდან ვარდნასთან, 1913 - გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებთან, 17 - სუიციდის მცდელობებთან დაკავშირებით. დანარჩენი კი სხვადასხვა ტიპის გამოძახებები იყო.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რაოდენობის მატებას ამინდის გაუარესებასაც უკავშირებენ. გარდა ამისა, "033"-ში აცხადებენ, რომ გამოძახებების გაზრდა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სეზონურ მატებასთანაა დაკავშირებული. თუმცა, ვირუსული ინფექციებისა და გრიპის ეპიდემია ქალაქში ზოგადად არ აღინიშნება.
თავად "033"-ის დირექტორი ივა ყაჭიური გამოძახებების ზრდას ახალი წლის დღეებს უკავშირებს. თუმცა, აქვე მიუთითებს, რომ გამოძახებები სეზონურად იზრდება და იკლებს.
"გაზრდა იმიტომ მოხდა, რომ ახალი წლის დღეები იყო. ყოველ წელს ასეა. თუმცა, ამ წელს უჩვეულოდ დატვირთული იყო ჩვენი სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დღე-ღამეში დაახლოებით 1000 გამოძახება გვაქვს. გამოძახებების რიცხვი სეზონურად იკლებს და იმატებს. ახლა 1000 გვაქვს, მაგრამ ზაფხულში 500 იქნება", - ამბობს ივა ყაჭიური.
მისივე თქმით, ამჟამად თბილისს 75 სასწრაფო დახმარების მანქანა ემსახურება. ის მიიჩნევს, რომ დღე-ღამეში 1000 გამოძახებისათვის ეს სრულიად საკმარისია.
”გამოძახებათა სიმრავლის გამო გვაქვს დაგვიანებებიც, ზოგჯერ ნახევარი საათითაც, მაგრამ ეს არის დღეში 10-12 შემთხვევა. დღეში კი 1000 გამოძახება გვაქვს. თან ათასივე სწორი გამოძახება არ არის ხოლმე. ათასიდან სამასი არის ისეთი, რომ ჰგონიათ, სჭირდებათ დახმარება, ამ დროს კი არ სჭირდებათ. იმისათვის, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდეს იმასთან, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება, ადგილზე ხდება დაზუსტება, რა სახის ავადმყოფია გამომძახებელი და რა სჭირს", - აცხადებს ყაჭიური.
ღამის საათებში სასწრაფო დახმარების ბრიგადები მცირდება. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ღამე გამოძახებები ნაკლებია.

მაკა ქობალია

http://www.opentext.org.ge/resonance

2008.01.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006