დეკემბრის შუა რიცხვებიდან თბილისში დაახლოებით ერთი მესამედით გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიზნით გამოძახებათა რაოდენობა. ეს ნაწილობრივ განპირობებულია როგორც კლიმატური ცვლილებებით, ასევე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სეზონური მატებით. აღსანიშნავია, რომ ვირუსული ინფექციებისა და გრიპის ეპიდემია ქალაქში არ აღინიშნება.
”თსსდც” პრეს-სამსახური
2008.01.10