logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    უამინდობის გამო ტრავმატიზმმა იმატა

ცუდმა ამინდმა და მოუწესრიგებელმა კომუნიკაციებმა საქართველოს მოსახლეობა როგორც ფიზიკურად, ასევე მატერიალურად დააზარალა. ბოლო 2-3 დღის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირებულია საავტომობილო ავარიები და ფიზიკური დაზიანებები. მოლიპულ გზებზე მოსახლეობას ფეხით გადაადგილებაც უჭირს. მოულოდნელი დაცემის გამო მოტეხილობებმა საკმაოდ იმატა.
ტრავმატოლოგიურ განყოფილებებში პაციენტების რაოდენობა 3-4-ჯერ გაიზარდა. თბილისში რამდენიმე ცენტრალური გამზირის გარდა, ქუჩები სავალალო მდგომარეობაშია. დედაქალაქის კეთილმოწყობის სამსახურმა ტექნიკური მარილი მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე დაყარა, დანაჩენებზე კი მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
გარდა ამისა, “ხელუხლებელია” ქვეითთა ბილიკები. ფეხით მოსიარულეები იძულებლნი არიან სარკესავით გაპრიალებულ ტროტუარზე გადაადგილდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში ტრავმებით მთავრდება.
გზების მოყინვის გამო დაშავებული მოქალაქეების რიცხვი რომ გაიზარდა, ქალაქის საავადმყოფოების ტრავმატოლოგიურ განყოფილებებში არსებული რიგებიც ადასტურებს. ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა 3-4-ჯერ გაიზარდა.
როგორც სამედიცინო ცენტრის ტრავმატოლოგმა როლანდ რობაქიძემ აღნიშნა, თუ ადრე დღეში 4-5 პაციენტს ღებულობდა, ზამთრის პერიოდში 11-20 პაციენტს იღებს. ტრავმები უფრო ხშირია ბავშვებში დაახლოებით 12 წლამდე და მოხუცებში 60 წლის ზევით.
პაციენტების რაოდენობამ ზამთრის ყინვებისა და გზების მოყინვის გამო საკმაოდ იმატა. ძირითადად შეინიშნება ხელის, მხრისა და ბარძაყის მოტეხილობა. ეს უკანასკნელი საკმაოდ რთულ მოტეხილობად ითვლება.
ზამთრის პერიოდში, სხვადასხვა სახის ტრავმების გამო, გამოძახებების რაოდენობის გაზრდას სასწრაფო სამედიცინო დახმარება 033-ის გენერალური დირექტორი ივა ყაჭიურიც ადასტურებს:
”გამოძახებები ზოგადად მომატებულია. თუ ზაფხულში 550-მდე გამოძახება გვქონდა, ახლა 900 ერთეულამდე გაიზარდა. რაც შეეხება ტრავმებს, თუ ზაფხულში დღეში, საშუალოდ, 10-15 ტრავმა ფიქსირდებოდა, ახლა 50-55-მდე ავიდა”.
ძირითადად არის ამოვარდნილობები, მოტეხილობები უფრო ნაკლებად. მოტეხილობები უფრო იოლად ხდება მოხუცებულობის ასაკში. ასევე არის შემთხვევები ბავშვებში, რადგან ისინი თოვლში თამაშობენ და ეცემიან.
რაც შეეხება ფასებს, სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვა ფასებია. საშუალოდ, რენტგენის გადაღება 15-დან 25 ლარამდე ჯდება, ექიმის კონსულტაცია კი - 25 ლარი. რაც შეეხება თაბაშირის დადებას, გააჩნია მოტეხილობის ზომას. დაახლოებით 10 სმ ზომის თაბაშირის დადება 80 ლარამდე ღირს. ამას გარდა, ექიმები პაციენტებს თვეში რამდენჯერმე იბარებენ, თითო კონსულტაცია კი 20-25 ლარის ფარგლებშია.
როგორც მეტეოროლოგიური პროგნოზების ბიუროში აცხადებენ, თბილისში ძლიერი თოვა არ იქნება, თუმცა ყინვები შენარჩუნდება. “ისეთი თოვა, როგორც ამ დღეებში იყო, აღარ იქნება. ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოთოვს. ღამით ძლიერი ყინვები იქნება როგორც ბარში, ასევე მთაში.
მაგალითად, წალკაში -31 გრადუსი ყინვა იყო. თბილისში კი -10-12 გრადუსი. მსგავსი სიცივეები 11 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. შეიძლება, 2 დღის განმავლობაში თბილისში ცოტა წამოთოვოს.
რაც შეეხება დასავლეთს, იქ ძირითადად თოვლჭყაპია მოსალოდნელი. 11 იანვრის ჩათვლით თბილისში ღამით -9-11 გრადუსი იქნება; დღე კი -3-5 გრადუსი. ვფიქრობთ, რომ 11 იანვრის შემდეგ ყინვები შესუსტდება”, - აცხადებს მეტეოროლოგიური პროგნოზების ბიუროს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე.

http://presa.ge

2008.01.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006