26 დეკემბერს ფონდი "ქართული ხარისხი" გამართავს ორი ქართული კომპანიის "ხარისხის ნიშნით" დაჯილდოების ცერემონიას.
"ხარისხის ნიშნის" სერტიფიკატები გადაეცემათ კლინიკური პედიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს და ამერიკული კომპანიის "Perkin Elmer" ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.
ფონდ "ქართული ხარისხის" პრეზიდენტის გიგლა კუნჭულიას თქმით, ფონდი რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა კომპანიების პროდუქციას, მომსახურეობას და მენეჯმენტის ხარისხს. შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიების საქმიანობა პროგრამული შეფასებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს.
http://newsgeorgia.ge
2007.12.26