logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნინო ბურჯანაძე სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და ხელფასების გაზრდას, ტექნიკური აღჭურვილობისა და სატრანსპორტო საშუალებების განახლებას დაჰპირდა.
შეხვედრას, რომელზეც სასწრაფო დახმარების სისტემაში არსებული პრობლემები განიხილებოდა, ჯანდაცვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილიც ესწრებოდა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ქვეყანაში უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარება მანამდე შენარჩუნდება, ვიდრე მოსახლეობა გადახდისუნარიანი არ იქნება.
მისივე თქმით, ახალი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც სასწრაფო დახმარების სამსახურს გადაეცემა, აღჭურვილი იქნება ნავიგაციის სისტემით, რათა ბრიგადამ დანიშნულების ადგილამდე მისვლა მაქსიმალურად მოკლე გზითა და სწრაფად მოახერხოს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2008 წლის ბიუჯეტში სასწრაფო დახმარების სამსახურის დასაფინანსებლად 7 მილიონი ლარი ჩაიდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ამ თანხის გაზრდა შესაძლებელი იქნება.
ამასთან, ხელისუფლება სასწრაფო დახმარების პერსონალს მომავალი წლის განმავლობაში ხელფასების პერმანენტულ ზრდას ჰპირდება. "ყველაფერს გავაკეთებთ, თუ ამის მანდატს მოგვცემთ," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. როგორც შეხვედრაზე ექიმებმა აღნიშნეს, მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მაწანწალების სამედიცინო მომსახურება და შესაბამის სტაციონარში გადაყვანა.
დავით ტყეშელაშვილის თქმით, ეს საკითხი განიხილება და 2008 წლის პირველი ნახევრიდან ამ კატეგორიისთვის სპეციალური თავშესაფარი იარსებებს.
გარდა ამისა, დაისვა საკითხი რეანიმაციის განყოფილებებში საწოლებისა და სასუნთქი აპარატების დამატების აუცილებლობაზე, საუბარი შეეხო სამედიცინო პერსონალის მიმართ საზოგადოებაში უნდობლობის დანერგვის მცდელობებს.
"სამედიცინო შეცდომის საზოგადოებაში განხილვა მოდური არ უნდა იყოს," - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ექიმების ლანძღვამ კამპანიის ხასიათი მიიღო, რაც დაუშვებელია, ექიმების შეცდომებზე თავად ექიმები უნდა მსჯელობდნენ.

ინტერპრესნიუსი

http://www.24saati.ge

2007.12.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006