logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფარმინსპექციების საერთაშორისო თანამშრომლობა

საერთაშორისო სემინარში "ფარმაცევტულ ინსპექციათა თანამშრომლობის სქემა", რომელიც გაიმართა ამას წინათ სინგაპურში, პირველად ამ ორგანიზაციის ისტორიაში დსთ-ს სივრციდან მონაწილეობა მიიღო საქართველოს წარმომადგენელმა. ეს არის თბილისის ფარმაცევტული კომპანიის გენერალური დირექტორი, ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო აუდიტორი გიორგი ანთაძე.
ბ-ნი გიორგის თქმით, "ფარმაცევტულ ინსპექციათა თანამშრომლობის სქემა" განვითარებულ ქვეყანათა ფარმინსპექციების საკმაოდ დახურული კლუბია. მისი წევრები არიან: ევროკავშირის, კანადის, იაპონიის, ავსტრალიის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და სინგაპურის ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოები. მისი წევრები აღიარებენ განვითარებულ ქვეყანათა ორგანოების მიერ ჩატარებულ ფარმსაწარმოთა ინსპექტირების შედეგებს. თუ ჩვენი ქვეყანა მიუერთდება მათ, მაშინ საქართველოს წამლების სააგენტოს მიერ ჩატარებული ადგილობრივი ფარმწარმოებლების ინსპექტირება საკმარისი და მისაღები იქნება იმისათვის, რათა ჩვენი პრეპარატების დოკუმენტაცია წარვადგინოთ სარეგისტრაციოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც გაერთიანებული არიან "ფარმაცევტულ ინსპექციათა თანამშრომლობის სქემაში".
ეს უეჭველად წინაპირობაა ქართული წამლების მწარმოებელთა მიერ განვითარებულ ქვეყანათა ბაზრის ათვისებისა. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის სქემასთან მიერთება საკმაოდ ძნელი ამოცანაა და ითხოვს კარდინალურ რეფორმებს ფარმაცევტული დარგის რეგულაციის სფეროში. ჩვენი ქვეყნის წამლების ეროვნულმა სააგენტომ უნდა იხელმძღვანელოს წესებით, რომლებიც მიღებულია ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.
თუმცა საქართველოში ფარმაცევტული დარგი ჯერ კიდევ შორსაა საერთაშორისო სტანდარტებისაგან, პირველი ნაბიჯები ჩვენ ახლავე უნდა გადავდგათ. ამაზე იყო საუბარი სინგაპურში აღმასრულებელ დირექტორთან ბატონ ჟაკ მორენთან, რომელმაც გამოხატა თავისი ორგანიზაციის მზადყოფნა ყოველმხრივ შეგვიწყოს ხელი, რათა საქართველომ განვლოს გზა წევრობამდე და გამოთქვა იმედი, რომ ჩვენი ქვეყანა მიაღწევს წარმატებებს, - ამბობს ბ-ნი გიორგი.
შემდეგი საერთაშორისო სემინარის ჩატარება დაგეგმილია 2008 წლის მაისში პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, სადაც, იმედია, ქართული დელეგაცია უფრო მრავალრიცხოვანი იქნება.

მურად ალაშვილი

http://www.opentext.org.ge/07/sakartvelos-respublika

2007.12.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006