logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "ჩუმი ბავშვი უფრო საშიშია". დავით ზურაბაშვილი: ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვებს საქართველოში ყურადღება არ ექცევა

წინა კვირას ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორმა დავით ზურაბაშვილმა ბავშთა ფსიქიატრიაში არსებული პრობლემები წამოჭრა. ამის შესახებ მან 30 ნოემბერს პარლამენტში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს არავინ საუბრობს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიაზე და ეს არ ნიშნავს, რომ ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს.
"ამ ეტაპზე არ არსებობს არც სტაციონარი და არც საწოლი ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციის "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" მეშვეობით ბავშვთა და მოზარდთა 40 ფსიქიატრი გადამზადდა, თუმცა არ არსებობს მათი დასაქმების ადგილი," - აღნიშნა ზურაბაშვილმა.
მისივე აზრით, ერთ-ერთ პრობლემას მშობლებში არსებული სტიგმაც წარმოადგენს.
"არავის უნდა, შვილი სტაციონარში მიიყვანოს," - ამბობს ზურაბაშვილი და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ მუშაობა პედაგოგებშიც არის საჭირო.
პრობლემის არსებობისა და მისი გადაჭრის აუცილებლობის საკითხში დავით ზურაბაშვილს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტშიც დაეთანხმნენ. ამასთან, საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებში ფსიქიატრიული პრობლემების შესახებ რეალური სტატისტიკაც არ არსებობს.
როგორც ზურაბაშვილი აცხადებს, აუცილებელია, პირველ რიგში, პედაგოგების გათვიცნობიერება ქცევითი პათოლოგიის საკითხებში და ამბობს, რომ მისი ინსტიტუტი მზადაა მასწავლებლებთან შეხვედრები სრულიად უფასოდ ჩაატაროს.
ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორს მიაჩნია, რომ ამ საკითხის გაშუქებაში მედიაც უნდა გააქტიურდეს, ისევე, როგორც ეს შიდსისა და ნარკომანიის შემთხვევაში მოხდა.
დავით ზურაბაშვილის თქმით, საქართველოში ბავშვთა ფსიქიატრები არ გვყავს. ჩვენთან ეს პროფესია ნაკლებად პოპულარულია. მთელს საქართველოში ბავშვთა ფსიქიატრები თითზე ჩამოსათვლელია. ამ პროფესიას ყურადღება უნდა მიექცეს, უფრო პოპულარული გახდეს.
ბავშვთა ფსიქიატრი და ფსიქოლოგი მარტო ავადმყოფთან არ მუშაობს. ჯანმრთელსაც შეუძლია მიმართოს ფსიქიატრს. იგი ასწავლის როგორ აიწყოს ხვალინდელი დღე კომფორტულად. ამიტომ საგანგაშო არაფერია, დედამ ბავშვი ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან რომ მიიყვანოს. ეს უნდა იჯდეს ადამიანის მენტალიტეტში. ბავშვი, რომელიც აქტიურია და ცელქობს, ნორმალურია. ეს მისი ენერგიაა. ამ დროს კი პედაგოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ჩუმი უფრო ნორმალურია და ცელქს აქვს პრობლემა. ესაა ზუსტად განათლების ის სფერო, რომელსაც ქცევითი პათოლოგია ჰქვია და რომელიც ყველა პედაგოგმა აუცილებლად უნდა მიიღოს.
სწორედ ჩუმად კუთხეში მჯდომი ბავშვია საშიში და მასზეა ყურადღება მისაქცევი, ამბობს დავით ზურაბაშვილი.

მაია აბულაშვილი

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.12.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006