logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისში გაიმართა გაეროს მოხსენების "ადამიანის განვითარების შესახებ - 2007-2008" პრეზენტაცია

თბილისში, "გაეროს სახლში" გაიმართა გაეროს ახალი მოხსენების "ადამიანის განვითარების შესახებ - 2007-2008" პრეზენტაცია.
როგორც პრეზენტაციის მსვლელობისას აღინიშნა, საქართველოში ადამიანური პოტენციალის საშუალო დონის მქონე ქვეყნების ჯგუფში შედის და 96-ე ადგილზე იმყოფება.
ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი ქვეყანაში 0,754-ს შეადგენს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლოვობა 70,7 წელია, მოზრდილი მოსახლეობის წერა-კითხვის ცოდნის დონე (15 წლის და მის ზევით) - 100%-ს, მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შინა პროდუქტი შეადგენს 3 365 აშშ დოლარს. მონაცემები მოყვანილია 2005 წლის მდგომარეობით.
როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, ისლანდია, ნორვეგია, ავსტრალია, კანადა და ირლანდია მსოფლიოში ყველაზე კეთილმოწყობილი ქვეყნებია. მრავალი წელია ნორვეგია ლიდერობს, მაგრამ ამ წელს პირველი ადგილი მან ისლანდიას დაუთმო.
წელს მოხსენება კაცობრიობის განვითარებისთვის კლიმატის შეცვლის შედეგებს ეძღვნება. მაგრამ, ამას გარდა, მასში, ტრადიციულად, არის ინფორმაცია ადამიანის განვითარების ინდექსის შესახებ, კერძოდ, სხვადასხვა ქვეყნების მაცხოვრებლების ცხოვრების დონის და სოციალური დაზღვევის შესახებ, მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებლები, განათლებისა და კულტურული განვითარების, დანაშაულის მდგომარეობის და გარემოს დაცვის თაობაზე.
ადამიანური განვითარების მაღალი დონის ქვეყნებს შორის სიაში მეექვსე ადგილი დაიკავა შვედეთმა, შვეიცარიამ - მეშვიდე და იაპონიამ - მერვე. საფრანგეთი მეათე პოზიციაზეა, ხოლო აშშ - მე-12-ზე ფინეთის შემდეგ. დიდ ბრიტანეთს მსოფლიოს ყველაზე კეთილმოწყობილ ქვეყნებს შორის მე-16 ადგილი უჭირავს.
ბელარუსი და რუსეთი ასევე შევიდნენ ადამიანური განვითარების მაღალი დონის ქვეყნების ჯგუფში. მათ, შესაბამისად, 64-ე და 67-ე ადგილები უკავიათ.
დსთ-ის ყველა სხვა სახელმწიფო განვითარების საშუალო დონის ქვეყნების ჯგუფში შევიდა. ყაზახეთს 73-ე ადგილი უჭირავს, უკრაინას - 76-ე, სომხეთს - 83-ე, აზერბაიჯანს - 98-ე, თურქმენეთს - 109-ე, მოლდოვას - 111-ე, უზბეკეთს - 113-ე, ყირგიზეთს - 116-ე და ტაჯიკეთს - 122-ე.
ლიტვა, ესტონეთი და ლატვია ადამიანური განვითარების მაღალი დონის ქვეყნების სიაშია ჩართული და შესაბამისად, 43-ე, 44-ე და 45-ე ადგილები უკავიათ.
177 სახელმწიფოს სიის ბოლოში არიან ადამიანური პოტენციალის განვითარების ყველაზე დაბალი დონის ქვეყნები - სიერა-ლეონე, ბურკინა-ფასო, გვინეა ბისაუ და ნიგერი. ამ ჯგუფში 22 ქვეყანა შედის. ადამიანური პოტენციალის განვითარების მაღალი დონის ქვეყნების სიაში - 69 ქვეყანა, ხოლო საშუალო განვითარების სახელმწიფოთა სიაში 88 ქვეყანაა.
სახელმწიფოთა რეიტინგის განმსაზღვრელი ძირითადი მაჩვენებლებია - სიცოცხლის ხანგრძლივობა, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა და წერა-კითხვის ცოდნის დონე. რეიტინგის განსაზღვრისას გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
1990 წლიდან მოყოლებული გაეროს განვითარების პროგრამა ადამიანის განვითარების შესახებ ყოველწლიურად გამოსცემს მოხსენებას. იგი მუშავდება საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის მიერ, რომელიც, ანალიტიკურ დამუშავებებთან ერთან საკუთარ მუშაობაში იყენებს სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციების და სხვა საერთაშორისო სააგენტოების სტატისტიკურ მონაცემებს.

http://newsgeorgia.ge

2007.12.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006