logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რატომ არის იძულებითი გრიპის საწინააღმდეგო აცრა საქართველოში

გრიპის პროფილაქტიკის ტრადიციული კამპანია საქართველოში უკვე დაიწყო. ჯერ ჯანდაცვის სამინისტრომ ამცნო სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რომ “თუ არ გვინდა გრიპიზაცია, გავიკეთოთ ვაქცინაცია”. შემდეგ სოცდაზღვევის ფონდიც ჩაერთო საქმეში და გამოცხადდა ტენდერი, თუ რომელმა კომპანიამ უნდა შემოიტანოს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები საქართველოში. ვაქცინაცია უფასო იქნება, ხარჯებს კი მსოფლიო ბანკი გაიღებს.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვისთვის შემოაქვს სახელმწიფოს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები?! დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2004 წლიდან მოყოლებული, დღემდე ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსით და გრიპით ავადობის მაჩვენებელი იზრდება. ამავე დროს, 2004-2007 წლებში ჯანდაცვის სამინისტრო თითქმის უწყვეტად ატარებს მოსახლეობის იმუნიზაციის პროგრამას. ვაქცინაცია უფასოა, აგერ უკვე სამი წელია, ბავშვების თითქმის 60% იცრება, ავადობა კი წლიდან წლამდე იზრდება. მატულობს სასიკვდილო შემთხვევებიც. მაგალითად, 2007 წლის დასაწყისში გრიპის გართულების შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.
რაიონულ პოლიკლინიკებში, ექიმები ავადმყოფობის ფურცელს არ ხურავენ, თუ არ არის შტამპი იმ კაბინეტიდან, სადაც ავადმყოფებს გრიპის საწინაამდეგო უფასო აცრას უკეთებენ. ამას ჰქვია ნებაყოფლობითი აცრა!!!
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პოლიკლინიკის თერაპევტები პაციენტების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ საკუთარი ინიციატივით როდი აყენებენ. ისინი ვალდებული არიან, ყოველ კვირა ანგარიში ჩააბარონ მთავარ ექიმს აცრილი კონტინგენტის რაოდენობის შესახებ. მთავარი ექიმი კი ვის აბარებს ანგარიშს, ამას ბევრი ფიქრი არ უნდა. აგერ - შემომტანი, აგერ - ფარმაცევტული კომპანია.
მაგრამ ვინაიდან 2008 წელს ვაქცინების შემომტანი ფარმაცევტული კომპანია არ არის გარკვეული (მსოფლიო ბანკის მიერ გამოცხადებული ტენდერის პასუხები იანვარში გახდება ცნობილი), სცენარი სავარაუდოდ იგივე იქნება. კერძოდ, დაიდება გაუხმაურებელი დირექტივა არა ნებაყოფლობით, არამედ ძალდატანებით ვაქცინაციაზე. ამავე დროს, არ შეიძლება იმ პირებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის გარკვეული, არათუ აიძულო ვაქცინაცია, არამედ თუნდაც ურჩიო. ექსპერტთა პროგნოზები საგანგაშოა. გამოუჯანმრთელებელი პაციენტები, რომელთა აცრა ძალდატანებით მოხდა, იმის რისკის ქვეშ არიან, რომ იანვრის ბოლომდე არ მიატანონ. მაგალითად, თუ ავადმყოფს გული აწუხებს და მას ვაქცინა გაუკეთეს, დიდი ალბათობაა იმისა, რომ დასუსტებულმა გულმა ვერ გაუძლოს უცხო ცილის შეყვანას ორგანიზმში და გაჩერდეს.
თერაპევტთა კვალიფიკაციის საკითხი მით უფრო მწვავედ დგას, რაც უფრო არაერთგვაროვანია შეხედულებები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე. სამაგიეროდ, ზუსტად ერთნაირია ვირუსოლოგების დასკვნა - ნებისმიერი ვაქცინა უცხო წარმოშობის ცილა გახლავთ. აქედან გამომდინარე, მისი უსაფრთხოების გარანტირებაც არ შეიძლება. იმუნოლოგებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ თუ ჩვენ, მაგალითად, ავიღებთ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ცოცხალ ვაქცინას, მას დავამატებთ ბავშვის მგრძნობელობას ტუბერკულოზის მიმართ, პლუს დასუსტებულ იმუნურ სისტემას, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ აცრილი ბავშვების 4%-ს ტუბერკულოზი დაემართოს. ასე რომ, ყველა ბავშვის ვაქცინაცია წინასწარი სამედიცინო გამოკვლევის გარეშე - დანაშაულია.
ვაქცინაციის შემთხვევაში აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა და იმის გათვალისწინება, როგორია ამა თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საქართველოს სამედიცინო სტატისტიკის ცენტრში არ არსებობს მონაცემები გრიპის შემდგომი გართულებებისა და ალერგიების შესახებ. უფრო სწორად, მონაცემები არსებობს, მაგრამ რით არის გამოწვეული ეს გართულებები, ამის შესახებ იქ არაფერი წერია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე პაატა იმნაძე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ასაცრელი კონტინგენტის წინასწარი უფასო (დაუკვირდით, უფასო) გამოკვლევა აუცილებელია, მომავალი გართულებების თავიდან აცილების მიზნით. ამავე დროს, არც იმ ფაქტს უარყოფს, რომ დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის სამსახური და, ფაქტობრივად, ჯანდაცვის სამინისტროც ჩამოშორებული არიან უფასო ვაქცინების შემოტანის პროცესს და მასში მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობენ. მოლაპარაკება, როგორც ჩანს, მსოფლიოს ბანკის სატენდერო კომისიასა და შემომტან ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გაიმართება. ექნება თუ არა ადგილი საკარტელო მოლაპაკებას ფარმაჯგუფებსა და ჯანდაცვის მაღალჩინოსნებს შორის? წინასაარჩევნოდ ეს საკითხი, ალბათ, ორივე მხარეს უნდა აინტერესებდეს - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.

თამარ როსტიაშვილი

http://presa.ge

2007.12.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006