logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ტექნოლოგიური სიახლე სამედიცინო დიაგნოსტიკაში

1997 წლიდან დღემდე "დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის" მიერ ორ ათეულამდე თანამედროვე ულტრასონოგრაფიული სისტემა დაინერგა, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი დიაგნოსტიკური ცენტრები ამოქმედდა რეგიონებში, სადაც 10 წლის განმავლობაში 4 ათასზე მეტ სოციალურად დაუცველ ადამიანს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა.
"ტატიშვილის ცენტრი” მუშაობს კლინიკური, აღმოსავლური და ალტერნატიული მედიცინის სინთეზის საფუძველზე. მედიცინაში ასეთი იდეის სინთეზი დავით ტატიშვილს ეკუთვნის, რაც, მისი თქმით, დრომ და სამუშაო პრაქტიკამ მოიტანა. დღეს, ცენტრის დაარსებიდან ათი წლის შემდეგ, ცენტრს აქვს მომსახურების სრული პაკეტი როგორც ბავშვების, ისე უფროსებისთვის.
"დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში” მსოფლიოში უახლესი ულტრასონოგრაფიული აპარატურის პრეზნეტაციას უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. "ტატიშვილის ცენტრის” ექიმ-რადიოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ასოცირებული პროფესორის მიხეილ ჩხეტიას განცხადებით, ამ ტექნოლოგიების გარჩევის უნარი და მგრძნობელობა განსაკუთრებით მაღალია, "იმდენად მაღალი, რომ შესაძლებლობას იძლევა, დაინახო უმცირესი პათოლოგიებიც კი. ეს აპარატურა უმცირეს ნაწილაკებამდე იკვლევს ორგანიზმს. ეს არის ბოლო სიტყვა მსოფლიო ულტრასონოგრაფიულ დიაგნოსტიკაში. ეს არის ციფრული აპარატურა.
ამ აპარატურით შესაძლებელია აბსოლუტურად ყველა ორგანოს დიაგნოსტიკა - დაწყებული თვალით, ფარისებრი ჯირკვლით, რბილი ქსოვილებით, გულით, თირკმლით, მუცლის ღრუთი და სახსრებითა და სისხლძარღვებით დასრულებული,” - აღნიშნა მიხეილ ჩხეტიამ.
ცენტრში უახლესი ულტრასონოგრაფიული აპარატურის დანერგვა ფასების ზრდას არ გამოიწვევს. ამჟამად ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკა, საშუალოდ, 25-45 ლარამდე ჯდება. ცენტრის პაციენტების ორმოცი პროცენტი სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობს.
პრეზენტაცია წარმატებით დასრულდა, ხვალ კი ახალი დღე იწყება და ახალი საქმეებია საკეთებელი. მაგალითად - ულტრასონოგრაფიული გამოკვლევის მოძრავი ცენტრის შექმნა და ძუძუს კიბოს პრევენციის მიზნით მთელი საქართველოს შემოვლა, რათა დიაგნოსტიკური გამოკვლევა ათი ათასობით მანდილოსანს ჩაუტარდეს და ონკოდაავადების თავიდან აცილება მოხდეს.

http://www.24saati.ge

2007.12.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006