logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ემუქრება თუ არა საქართველოს გრიპის ეპიდემია

საქართველოში გრიპის სეზონი უკვე დაიწყო. როგორც დაავადების კონტროლისა და ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე აღნიშნავს, საქართველოში გრიპით ინფიცირებულთა შორის სამი მეოთხედი H3N2 ტიპის ვირუსით ავადდება. ერთ მეოთხედში H1N1 ტიპი ვრცელდება, ხოლო უფრო ნაკლებში - “ბ” ტიპის ვირუსი.
სეზონურ გრიპთან ერთად ახალი ტიპის ვირუსი გაჩნდა, რომლის ზუსტი შტამიც სპეციალისტებმა ჯერ არ იციან. პაატა იმნაძის მტკიცებით ეს ინფორმაცია მცდარია და საქართველოში დაფიქსირებული ყველა ვირუსის ტიპი და შტამი სპეციალისტებისთვის ცნობილია. მისივე თქმით, ეს ვირუსები სიცოცხლისათვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ და მათ მიმართ მოსახლეობას იმუნიტეტი უკვე აქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპით დაავადებულთა რაოდენობა პიკს თებერვლის მეორე ნახევარში მიაღწევს.
მსოფლიო მედიცინა ბოლო პერიოდში გრიპის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინების წარმოებითაა დაინტერესებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, უახლოეს პერიოდში მსოფლიოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების ზრდა იგეგმება. ვაქცინა შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს არა მხოლოდ სეზონურ გრიპს, არამედ ამ ვირუსული დაავადების შესაძლო პანდემიებს.
როგორც პაატა იმნაძე აღნიშნავს, “საქართველოში თავისუფლად ხდება ყველა იმ შტამების ვირუსის დადგენა, რომელიც გვხვდება. სხვა შტამით ინფიცირების შემთხვევები არ აღინიშნება. მაგალითად, თბილისში 2006 წელს ძირითადად იყო R3N2 ვირუსი. ჩვენი ლაბორატორია ვირუსის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის წევრია. ვაქცინები, რომლებიც სეზონური გრიპების თავიდან ასაცილებლადაა რეკომენდირებული საქართველოში შემოტანილია და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია აიცრას. ახლა მსოფლიო სპეციალისტებს შორის საუბარი მიდის შესაძლო პანდემიური ვირუსის ვაქცინის შემუშავებაზე. დღეს მუშაობა მიდის იმაზე, რომ შეიქმნას ვაქცინა, რომელიც ყველა ტიპის ვირუსზე იმოქმედებს. მასზე ძლიერი სპეციალისტები მუშაობენ და იმედი აქვთ, რომ შეიძლება ეს საკითხი გადაწყვიტონ. მაგალითად, ფრინველის გრიპის ვირუსის, რომელიც ადამიანებს დაემართათ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, უკვე სამი ვარიანტი არსებობს. აქედან გამომდინარე ჯერჯერობით ამ ვირუსისთვის ვაქცინის შექმნა შეუძლებელია იმიტომ, რომ შეიძლება ამ გრიპის კიდევ სხვა ვარიანტებიც გამოჩნდნეს”.
რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ სეზონურ გრიპს, იმნაძის მტკიცებით, ეს იქნება ჩვეულებრივი ვირუსი და ის პანდემიის საფრთხეს არ წარმოადგენს. მისი რეკომენდაციით კი, ინფიცირებულმა ადამიანმა აუცილებლად წოლით რეჟიმს უნდა მიმართოს და ექიმის კონსულტაცია უნდა მიიღოს. “ - აუცილებლად ხშირად უნდა ვიბანოთ ხელები. ადამიანს ვირუსი შეიძლება გადაედოს ერთი ვარიანტით – როდესაც ხელის გაწვდენის მანძილზე დაინფიცირებული დააცემინებს. გავრცელების მეორე ვარიანტი კი მისი ნივთებია. ანუ, როდესაც, ინფიცირებული ცხვირს იხოცავს და თავის ნივთებს ხელს კიდებს, ვირუსი მათზე ფიქსირდება. შემდეგ ამ ნივთებს სხვები ეხებიან და მეორე ვარიანტით ვირუსი ასე ვრცელდება”, - ამბობს იმნაძე.

http://presa.ge

2007.12.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006