logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    3 დეკემბერი - ინვალიდების საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერს მთელს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ფედერაცია გადავარჩინოთ ბავშვები (Save the Children) და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მართავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს. ამის შესახებ განცხადება კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” პროექტის მენეჯერმა კობა ნადირაძემ გააკეთა.
მისი თქმით, 3 დეკემბერს, 12:00 საათზე თბილისის სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” დაიწყება სემინარი ქ. თბილისის კეთილმოწყობის სამსახურთან თემაზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები, თანამედროვე და ტრადიციული მიდგომების გაცნობა.
Sheraton Metekhi Palace-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 15:30 სთ. გაიმართება PR აქცია, რომლის დროსაც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ეტლით იმოძრავებენ დედაქალაქის ქუჩებში.
6-7 დეკემბერს Sheraton Metekhi Palace -ში გათვალისწინებულია სემინარი ჟურნალისტებთან თემაზე - შესაძლებლობათა შეზღუდვის (ინვალიდობის) ობიექტურად გაცნობიერების ხელშეწყობა და მასმედიის როლი საზოგადოებაში ინვალიდობისადმი პოზიტიური დამოკიდებულების შექმნაში.
გარდა ამისა, 7 დეკემბერს სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
აღნიშნული კვირეული იმართება სამწლიანი პროექტის - “თანაბარი პირობების შექმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის” - ფარგლებში, რომელსაც USAID -ის მხარდაჭერით ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და World Vision საქართველოსთან ერთად ახორციელებს.
პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს შესაბამისი პირობები საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სრული ჩართულობისა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, პროექტის ამოცანაა, ხელი შეუწყოს მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კოორდინაციას, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა და სტრატეგია შეიქმნას. პროექტის სამიზნე ჯგუფებია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები თბილისში; აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში.

http://newsgeorgia.ge

2007.12.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006