logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ექიმებს სასჯელის მაგივრად მონანიება მოუწევთ

ჯანდაცვის სისტემა დიდი ხანია მოიშალა და მისი ხელახალი შენება რთული და შრომატევადი პროცესია, აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გეგელაშვილი, რომელიც დღევანდელ ჯანდაცვის სისტემის სფეროში შექმნილ დაბრკოლებებზე და პრობლემებზე ღიად საუბრობს.
მისი თქმით, ექიმთა პასუხისმგებლობა, შესაძლოა, მონანიების ინსტიტუტმა ჩაანაცვლოს. ჩვენთან წელიწადში 200 ოფიციალური საჩივარი იწერება. თუმცა ეს მონაცემი რეალურ სურათს არ ასახავს. ექიმი არასოდეს აღიარებს შეცდომას, თუ იცის, რომ დაისჯება. ამის პრაქტიკა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს უკვე აქვთ. მაგ., ამერიკაში როდესაც ექიმი ხვდება დაშვებულ შეცდომას, ის პაციენტის პატრონთან გადის, ეუბნება შეცდომის შესახებ და ინანიებს. კანონში არსებობს ასეთი ჩანაწერი - თუ მონანიების მასალები მხარემ ექიმის წინააღმდეგ გამოიყენა, მომჩივანი სს პასუხისმგებლობით ისჯება. სამაგიეროდ, მათი აღიარებული დანაშაული თუ შეცდომა მიდის ისეთ ცენტრში, რომელიც არ არის დამსჯელი, არამედ ამ შეცდომის ანალიზს აკეთებს. შემდეგ ეს მასალები პოსტ- და პრედიპლომურ სწავლებაში გადადის. გეგელაშვილის აზრით, უნდა მოხდეს შეცდომების შეკრება, მას უნდა სწავლობდნენ და შემდეგ უკვე ასწავლიდნენ. ექიმი სულ უნდა სწავლობდეს. რისკების მართვაში, შეცდომების ანალიზში და საჩივრების განხილვაში პენსიონერი ექიმები უნდა ჩართონ. ექიმს იმის გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ პენსიაში გასვლიდან კიდევ 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო მას დაასაქმებს.
ქართულ მედიცინაში რისკს არავინ მართავს. დასავლეთის ქვეყნებშიც უშვებენ შეცდომებს. მაგრამ იქ არსებობს უამრავი დაცვის მეთოდი. მაგ. ლაბორატორიულ საქმეს თავისი უსაფრთხოების ზომები, ხარისხის მართვის პრინციპები აქვს. ჩვენთან კი პაციენტის ანალიზის სწორი პასუხი დამოკიდებულია იმ ადამიანის კეთილსინდისიერებაზე, რომელიც ანალიზს აკეთებს. ანუ ამ სფეროშიც ბევრი რისკი არსებობს.
”როცა ჯანდაცვის სისტემას ანალიზი ჩავუტარეთ, იმდენი რამ აღმოჩნდა გასაკეთებელი, რასაც თვითინიციატივით და მხოლოდ მონდომებით ვერ გააკეთებ. საავადმყოფოებში აუტანელი მდგომარეობაა. თუ ვაკეთებდით დერეგულაციას, ბარემ მიგვეცა ეს საავადმყოფოები მთავარი ექიმებისათვის და მათი კოლექტივებისათვის. თუმცა იმ პერიოდისთვის, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, უკვე გვიანი იყო, მათ საიმისო სახსრები არ ეყოფოდათ, რომ საქმეს გასძღოლოდნენ. ბანკი კი მათ ამხელა თანხას არ მისცემს, ვინაიდან ისინი არ არიან იურიდიული პირები, რომლებსაც კარგი ბრუნვა და ქონება აქვთ...
ეფექტური მუშაობა მარტო აპარატურაზე არ არის დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს დიზაინს, არქიტექტურას, აპარატურას და რაც მთავარია - სტანდარტები უნდა იყოს დაცული. ჩვენ სტანდარტები არ გვაქვს. შესაბამისად არ გვაქვს კლინიკური რეკომენდაციები. ყველა ექიმი და საერთოდ სამედიცინო პერსონალი აკეთებს იმას, რაც მას მიაჩნია სწორად. ეს ასე არ უნდა იყოს. ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს ჯანდაცვის იმ დონის მომსახურება, რომელიც იმ პერიოდისთვის ქვეყანაში არსებობს. ანუ უნდა არსებობდეს ექიმთა ქვედა დონე და იმაზე ცუდი აღარ უნდა იყოს. კარგ ექიმებთან მოხვედრა ჭირს, თუმცა ისინი ჯანდაცვის სისტემას არ ქმნიან. სისტემა კი ჯარისკაცს, ანუ რიგით ექიმებს უნდა ეყრდნობოდეს”, - თვლის გ. გეგელაშვილი.
სახელმწიფოსგან ყველაზე იგნორირებული ფენა ექთნები არიან. მათთვის არაფერი კეთდება. ჩვენ უნდა ავამაღლოთ მათი უფლებები. ექთანს უცხოეთში საუნივერსიტეტო განათლება აქვს მიღებული. აი, რატომ გამოაცხადა პირველმა ლედიმ პრიორიტეტად საექთნო საქმე და რატომ სწავლობს თვითონ ამ პროფესიას. მან ყველას დაანახა, რომ ექთნობას მიხედვა უნდა.
ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი იყო კლინიკური ფარმაცევტის ინსტიტუტის შემოღება. ამაზე რამოდენიმე საავადმყოფოში პილოტური პროგრამა მუშაობს. ფარმაცევტს ექიმის დანიშნულებაში ჩარევის უფლება წართმეული აქვს, დღეს იგი ბუღალტერი უფროა, ვიდრე წამლის მცოდნე. მედიცინა იმდენად გართულდა, რომ არ შეიძლება ექთანი და ფარმაცევტი არაფერს წარმოადგენდეს. საქართველოში არის რამოდენიმე კლინიკური ფარმაცევტი, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. თუმცა ის, რომ ჩვენთან არსებობს კლინიკური ფარმაცია და პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, უკვე კარგია.

http://www.opentext.org.ge/07/resonance

2007.11.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006