logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში სადაზღვევო კულტურა წლიდან წლამდე იზრდება

სიტყვა - სამედიცინო დაზღვევა - საქართველოში საკმაოდ აქტუალური გახდა და შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობა სადაზღვევო კომპანიებს საკმაოდ ხშირადაც აკითხავს. იზრდება კომპანიების მიერ დაზღვეული პირების რაოდენობაც. მართალია, მოსახლეობის დიდი ნაწილი სადაზღვევო კომპანიებს ხშირად უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ, თუმცა ფაქტია რომ მათ მიმართ საზოგადოებაში ნდობა ნელ-ნელა იზრდება.
ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, წარმატებულ კომპანიად ითვლება "ჯი-პი-აი ჰოლდინგი", რომელმაც მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო და დღეს უკვე კომპანიის კლიენტთა რაოდენობამ 100 ათას ადამიანს გადააჭარბა. "ჯი-პი-აი ჰოლდინგი" სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ 2 მსხვილ პროექტში მონაწილეობს და საკუთარ კლიენტებს ახალ პაკეტებს ყოველთვის სთავაზობს.
"უახლოეს მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში არცერთი მოქალაქე სადაზღვევო პროგრამის გარეშე არ დარჩეს", - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა ორიოდე თვის წინ გააკეთა და კომპანიებს ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა.
როგორც ჩანს, სადაზღვევო სფეროს განვითარება და საქართველოში მის დანერგვაზე დღეს არა მარტო კომპანიები, არამედ თავად სახელმწიფოც აქტიურად ზრუნავს. ამის ერთ-ერთი მაგალითია მიმდინარე წელს თბილისსა და იმერეთში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების პროგრამით სადაზღვევო პოლისების დარიგება. დღესდღეობით პროექტს წარმატებულს უწოდებენ როგორც კომპანიები, ასევე ხელისუფლებაც.
საერთოდ, სამედიცინო დაზღვევა ბოლო პერიოდში, უფრო ზუსტად, 2006 წლიდან უფრო და უფრო აქტუალური გახდა. ისიც უნდა ითქვას, რომ სამედიცინო დაზღვევას საქართველოს ხანგრძლივი ისტორია გააჩნია და დღეს ბაზარზე არსებული კომპანიები უკვე მინიმუმ 5 წელია აქტიურად ეწევიან სამედიცინო დაზღვევის პროგრამას.
"ჯი-პი-აი ჰოლდინგის" სამედიცინო დაზღვევის დირექტორის სოფო გასიტაშვილის თქმით, ჯანმრთელობის დაზღვევა, ყოველ დღე აქტუალური ხდება. უმწეოთა პროგრამით კომპანიაში დაზღვეულია 62 235 ადამიანი, ხოლო თავად დაზღვევულთა რაოდენობამ კი, დიდი ხანია უკვე 100 ათასს გადააჭარბა. მართალია, არსებობს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პაკეტი, თუმცა კომპანია ცდილობს, რომ პროგრამის ფარგლებში დაზღვეულებს უფრო მოქნილი და კომფორტული მომსახურება შესთავაზონ.
"ჯი-პი-აი ჰოლდინგი" აპირებს, რომ მოსახლეობას ახალ-ახალი სადაზღვევო პროდუქტები შესთავაზოს და მოკლევადიან პერიოდში დაზღვევის კულტურაც გააუმჯობესოს. დაზღვევის კულტურაში იგულისხმება ის, რომ მოსახლეობამ მიმართოს სადაზღვევო კომპანიას არა მაშინ, როდესაც ოპერაცია სჭირდება, არამედ ამაზე ზრუნვა თავიდანვე დაიწყოს.
”ძალიან მძიმე და რთულ გზას შევეჭიდეთ, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ”,- ამბობს სოფო გასიტაშვილი.

ნატა გიორგაძე

http://www.opentext.org.ge/07/resonance

2007.11.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006