logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    “აფრიკულმა ცხელებამ” თავი კვლავ იჩინა

დასავლეთ საქართველოში შინაური ცხოველები კვლავ იხოცებიან. ზუგდიდის რაიონში ღორების დაცემა კვლავ გრძელდება. ბოლო 5 დღის განმავლობაში სოფელ ახალსოფელში პირუტყვი მასობრივად ნადგურდება. მოსახლეობას ეჭვი კვლავ “აფრიკულ ცხელებაზე” აქვს, რასაც ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში არ ადასტურებენ.
ასეა თუ ისე, წლეულს გაზაფხულზე დაწყებული მონტგომერის დაავადების სრულად აღმოფხვრა ქვეყანაში ვერა და ვერ მოხერხდა. დაავადების ლოკალური კერები თითქმის მუდმივად იჩენს თავს და მოსახლეობა ისევ ზარალდება. დაახლოებით 2 თვის წინ “აფრიკული ცხელებამ” თავი დედოფლისწყაროს რაიონში ისევ იჩინა, ხოლო 1 თვის წინ ადიგენის რაიონს შეუტია. ახლა ღორების უცნაური დაცემა რატომღაც ზუგდიდის რაიონში დაფიქსირდა.
ბოლო 5 დღის განმავლობაში ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში ღორები მასობრივად იხოცება. პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს. დახოცილ ცხოველებს ტყის მახლობლად მარხავენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის”ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში ღორების ვირუსის გამო დახოცვას არ გამორიცხავენ.
ხელისუფლება შესაბამის ორგანოებთან ერთად შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს დაავადებული თუ ჯანმრთელი წვრილფეხა საქონლის ლიკვიდაციაში ხედავს. ვირუსის გავრცელებისაგან თავის არიდების ამგვარი ფორმა მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუღებელია, თუმცა საშიშროება მზარდია. არ არის გამორიცხული, ღორების მასობრივი დახოცვა ზუგდიდის რაიონის მასშტაბითაც დაიწყოს.
მონტგომერის დაავადების ხელახლა გავრცელებას გამორიცხავს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახური. “ზუგდიდის რაიონში “ღორის აფრიკული ცხელება” უკანასკნელად 3 თვის წინ დაფიქსირდა, მას შემდეგ, არც ერთი ღორი არ დაცემულა. ჩვენ ადგილზე სპეციალისტებიც გავაგზავნეთ და ასეთი ფაქტი არც მათ დაადასტურეს”, - განაცხადეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
3 თვის წინ კი დასავლეთ საქართველოში 2007 წლის 27 ივნისის მონაცემებით, ზუგდიდის რაიონში “აფრიკული ცხელება” მართლაც მძვინვარებდა. მაშინ 2 847 სული ღორი დაავადდა, რეგიონის ფარგლებში კი - 9 461. ღორის “აფრიკული ცხელების” კერა პირველად სოფელი ნარაზენი იყო. საერთოდ, მონტგომერის დაავადებით მთელ ქვეყანაში, დაახლოებით, 60 ათასი ღორი დაეცა.
წლევანდლამდე საქართველოში “აფრიკული ცხელება” არასდროს დაფიქსირებულა. მონტგომერის დაავადების შედეგად, ღორის ორგანიზმის რეზისტენტობა ქვეითდება, რის შედეგადაც ცხოველი ვეღარ უმკვლავდება სხვადასხვა ინფექციებს. ხსენებული ვირუსით დაავადებულ ღორის ხორცს მოლურჯო ფერი დაჰკრავს და მისი განსხვავება ჯანსაღისაგან ვიზუალურადაც ადვილად შეიძლება.
საქართველოში “აფრიკული ცხელების” გავრცელების გამო, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხორცისა და ხორცპროდუქტების ჩვენი ქვეყნიდან იმპორტზე უარი განაცხადა. ღორის ხორცის გადატანა აიკრძალა ენგურის ხიდზეც. კახეთში, აჭარაში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, თბილისში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და ქვემო ქართლში კერების ლოკალიზების შემდეგ, კარანტინი 17 აგვისტოს მოიხსნა.

ეკა ბაქრაძე

http://presa.ge

2007.11.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006