logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მოწევის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე - საქართველოში მცხოვრები ყოველი მესამე აქტიური მწეველია

ყოველწლიურად ნოემბრის ყოველ მესამე ხუთშაბათს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოწევაზე უარის თქმის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ამერიკულმა ონკოლოგიურმა საზოგადოებამ 1977 წელს დააწესა. წელს ეს დღე 15 ნოემბერს აღინიშნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში 90% ფილტვების კიბოთი, 75% - ქრონიკული ბრონქიტით და 25% - გულის იშემიური დაავადებებით სიკვდილი მოწევით არის განპირობებული; ყოველ ათ წამში პლანეტაზე ერთი აქტიური მწეველი კვდება (2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, სამ წამადე შემცირდეს).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ყოველი მესამე აქტიური მწეველია - საქართველოს მოსახლეობის 30-დან 39%-მდე სხვადასხვა სტაჟის მწეველია. ამასთან, მნიშვნელოვნად იზრდება მწეველ ქალთა და ბავშვთა რიცხვი. 13-15 წლის ასაკის მოზარდთა 22 პროცენტმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ აქტიური მწეველია.
საქართველოს დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტროლის ეროვნულ ცენტრში "ახალი ამბები - საქართველოს" კორესპონდენტთან საუბარში განაცხადეს, რომ საქართველოში მოწევა ნაწილობრივ აკრძალულია საზოგადოებრივ და სამუშაო ადგილებზე. ცენტრში თვლიან, რომ აუცილებელია გამკაცრდეს და სრულყოფილი გახდეს კანონმდებლობა თამბაქოს მოწევასთან მიმართებაში და, მეორე მხრივ, მოწევის წინააღმდეგ პროგრამების განხორციელების პრაქტიკული მუშაობა უნდა გაძლიერდეს.
მოწევაზე უარის თქმის საერთაშორისო დღის მიზანია თამბაქოზე დამოკიდებულების გავრცელების შემცირების ხელშეწყობა, მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ყველა ფენის და ყველა სპეციალობის ექიმთა ჩართვა, თამბაქოს მოწევის პროფილაქტიკა და საზოგადოების ინფორმირებულობა ჯანმრთელობაზე თამბაქოს დამღუპველი ზემოქმედების შესახებ.

მელსიდა აკოფიანი

http://newsgeorgia.ge

2007.11.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006