logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პრევენციის პროგრამები განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ამავე კომიტეტთან არსებული "გაუმჯობესებული კვების ეროვნული ალიანსი საქართველოსთვის" სამუშაო ჯგუფის კოორდინაციით ხორციელდება. სხდომას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი უძღვებოდა და მასში მონაწილეობდნენ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვების, ფიზიკური აქტიობისა და სიმსუქნის დეპარტამენტის მიკრონუტრიენტების სპეციალისტი ხუან პაბლო პენა-როსა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვების, ფიზიკური აქტივობისა და სიმსუქნის დეპარტამენტის ეპიდემიოლოგი დიანა დენსმორი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ჯოვანა ბარბერისი.
"ეს ჯგუფი 2004 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით შეიქმნა და მის საქმიანობაში ვიტამინებისა და მინერალური დეფიციტის პრობლემების აქტუალიზაცია, მონიტორინგის სისტემის შექმნა, საქართველოში ანემიის დაძლევის პროგრამის შემუშავება შედის’’, - აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და ამ ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი გეგელაშვილმა. მისი თქმით, "რკინადეფიციტური ანემია დღეს მსოფლიოში გავრცელებულ პათოლოგიებს შორის პირველი ადგილზეა. ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოშიც’’.
სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მაია ქაჯაიამ ანემიის რეგიონული კვლევის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, "რკინის დეფიციტის მონაცემები საქართველოში საგანგაშოა, სავარაუდოდ ყოველ მეოთხე ადამიანს რკინადეფიციტური ანემია აქვს”.
როგორც CDC-ის წარმომადგენელმა დიანა დენსმორმა აღნიშნა, საქართველოში ანემიის შემთხვევები ყოველწლიურად მატულობს. მისი თქმით, "გაუმჯობესებული კვების ალიანსი საქართველოსთვის" კოორდინაციით, საქართველოში ანემიის დაძლევის პროგრამა ხორციელდება. "ანემიის დაძლევის ბევრი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი ხორბლის ფქვილის ფორტიფიცირებაა, რომელიც ხორბლის ფქვილის რკინითა და ფოლიუმის მჟავით გამდიდრებას გულისხმობს და რომელიც ყველაზე სტაბილურ გრძელვადიან შედეგს იძლევა”, - განაცხადა დიანა დენსმორმა.
როგორც შეხვედრისას ითქვა, პროექტის ფარგლებში წისქვილკომბინატები აღიჭურვა რკინისა და ფოლიუმის მჟავას დანამატით, დაინერგა ხარისხის უზრუნველყოფის და კონტროლის სისტემა. პროექტი ხელს შეუწყობს რკინის დეფიციტის და რკინადეფიციტური ანემიის დაძლევას და თანდაყოლილი სიმახინჯეების შემცირებას.

http://www.parliament.ge

2007.11.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006