logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დაავადება კი არა - ცხოვრების წესი

დღეს მთელი მსოფლიოს მოსახლეობა იოდდეფიციტის, სიმსუქნის, ათეროსკლეროზისა და დიაბეტის პანდემიის ეპოქაში ცხოვრობს. ეს ყველა ასაკისა და სქესის, რასისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანს ემუქრება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, ამჟამად 240 მილიონზე მეტი ადამიანია დიაბეტით დაავადებული. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციამ და ჯანმომ 1991 წელს, მსოფლიოში დიაბეტის მზარდი გავრცელების გამო, შემოიღეს დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე და ის, ინსულინის აღმომჩენის ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღეს 14 ნოემბერს დაამთხვიეს.
სპეციალისტების თქმით, ინსულინ-თერაპიის დაწყებამდე დიაბეტით ავადმყოფი სასიკვდილოდ იყო განწირული. საბედნიეროდ, ინსულინით მკურნალობა დიაბეტის დაავადებულს საშუალებას აძლევს ღრმა მოხუცებულობამდე შეინარჩუნოს შრომის უნარი და ჯანმრთელისგან არაფრით განსხვავდებოდეს.
დაუშვებელია ამ სენის ტრაგედიად აღქმა, მთავარია მასთან შეგუება და თვითკონტროლი, რადგან დიაბეტი მხოლოდ ცხოვრების განსხვავებული და განსაკუთრებული წესია. ერთმა ცნობილმა გერმანელმა ექიმმა თქვა: "დიაბეტი დაავადება კი არა, ცხოვრების წესია. დიაბეტით ავადმყოფობა იგივეა, რაც მანქანის მართვა ინტენსიური მოძრაობის დროს - უნდა იცოდე მოძრაობის წესები".
დიაბეტის მსოფლიო დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ერთგვარი პრელუდია გახლდათ საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინულ ასოციაციათა კავშირისა (დეა) და საქართველოს დიაბეტის ცენტრის მიერ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართული საღამო. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი. ნინო ბურჯანაძის თქმით, იგი ყველანაირად დაუჭერს მხარს ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესებას, რაც დიაბეტის გავრცელებასთანაც არის დაკავშირებული, აგრეთვე მედიცინის სფეროს, კერძოდ, დიაბეტის პროგრამების დაფინანსების საკითხებს.
ქვეყანაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს დიაბეტის ცენტრის წვლილი დიაბეტით დაავადებულთა მკურნალობის საქმეში. ეს არის პაციენტებისადმი კეთილად განწყობილი სამსახური. ამის დასტურია მათი მრავალი მადლიერი პაციენტი. ეს კი, უწინარესად ცენტრის დამაარსებლისა და ხელმძღვანელის, მეცნიერისა და მკურნალის, მრავალი საერთაშორისო ფედერაციის, ასოციაციისა, და საზოგადოების, წევრის და დეა კავშირის თავმჯდომარის, პროფესორ რამაზ ყურაშვილისა და ცენტრის პროფესინალი ექიმების დამსახურებაა. აღსანიშნავია, ისიც, რომ ცენტრი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, აქ ტარდება ყველა აუცილებელი კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა. ცენტრში ასობით ავადმყოფია აღრიცხვაზე. მისმა ექიმებმა სხვადასხვა დროს ათასობით ადამიანს აღმოუჩინეს დახმარება, აწვდიან სათანადო ლიტერატურას, უნიშნავენ მედიკამენტურ მკურნალობას, დიეტას და უწევენ სათანადო კონსულტაციას. ისინი ქვეყნის რეგიონებში აწყობენ საქველმოქმედო აქციებს, რომლის დროსაც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უფასოდ იკვლევენ, კონსულტაციას უწევენ და საჭირო მედიკამენტებით ეხმარებიან. ჯანდაცვის მინისტრმა დალილა ხორავამ პროფესორ რამაზ ყურაშვილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ჯილდო - საგანგებო სიგელი გადასცა
დეა - გრიფით გამოდის საგანმანათლებლო წიგნები დიაბეტის შესახებ, რომლებიც სამაგიდო წიგნებია დიაბეტით დაავადებულთათვის, სტუდენტებისა და ზოგადად დაინტერესებულ პირთათვის. ამავე საქმეს ემსახურება ჟურნალი "დიაბეტი და ჯანმრთელობა" (მისი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია პროფესორი რამაზ ყურაშვილი). მასში დაწვრილებით, დეტალურად იბეჭდება დიაბეტთან, ზოგადად ენდოკრინოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული ყველა პრობლემა, მათი გადაჭრის გზები და საშუალებები, უწინარესად ეს საგანმანათლებლო ჟურნალია პაციენტებისა და მათი ახლობლებისათვის, ყველასთვის. შეახსენებს, რომ დიაბეტი მოურჩენელი მაგრამ "შესაგუებელი" დაავადებაა და მასთან ერთად ცხოვრებას ასწავლის.
გაეროს რეზოლუცია წევრ სახელმწიფოებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს მოუწოდებს, სათანადოდ აღნიშნონ დიაბეტის მსოფლიო დღე. ამ დღესთან დაკავშირებული მიზნის მისაღწევად ჩვენთანაც საკმარისი არ არის მარტო დიაბეტის ასოციაციების აქტიურობა, საჭიროა მთელი საზოგადოების, ხელისუფლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პოლიტიკოსების, სამრეწველო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რაც მაინცდამაინც არ იგრძნობაო - განაცხადა რამაზ ყურაშვილმა.

http://www.opentext.org.ge/07/sakartvelos-respublika

2007.11.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006