logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    C ჰეპატიტი დემოგრაფიულ საფრთხედ ყალიბდება: საქართველოს მოსახლეობის 6,7% მომაკვდინებელი ვირუსის მატარებელია

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დღეს საქართველოს C ჰეპატიტის ფარული ეპიდემიაა. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ნარკოტიკების ყოველი მეორე მომხმარებელი C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელია. არასამთავრობოები სახელმწიფოს სთხოვენ, ჰეპატიტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხელმისაწვდომი გახადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არსებული დემოგრაფიული მაჩვენებელი, რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო სავალალო გახდება.
რამოდენიმე დღის წინ მსოფლიოში C და B ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველოში ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონფერენცია გამართეს, სადაც დაავადების საშიშროებაზე და ქვეყანაში არსებულ C ჰეპატიტის ფარულ ეპიდემიაზე ისაუბრეს.
ოფიციალური მონაცემებით დღეს მსოფლიოში B ჰეპატიტის ვირუსით 350 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, C ჰეპატიტით კი 180 მილიონი. აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის შემთხვევათა 75-78% ქრონიკულში გადადის, რაც ხშირად ღვიძლის ციროზით ან ღვიძლის კიბოთი მთავრდება. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ C ჰეპატიტის საპროფილაქტიკო ვაქცინა არ არსებობს.
"საქართველოს მოსახლეობაში C ჰეპატიტის გავრცელება 6,7%-ს შეადგენს. რაც შეეხება B ჰეპატიტს, აქ ორი მაჩვენებელია - ვირუსის მატარებელი ადამიანები და გადამტანი ინფიცირებულები, ანუ იმუნური ფორმის B ჰეპატიტის მქონე ადამიანები. ეს უკანასკნელი საქართველოს მოსახლეობის 11%-ს აღენიშნება, ხოლო ვირუსის მატარებელი მხოლოდ 3%-ია.
"აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც B ჰეპატიტზე ახალშობილთა ვაქცინაცია დაიწყო, ახალი თაობა უკვე დაცულია ამ დაავადებისგან. ამ მიმართულებით ციფრები დროთა განმავლობაში შემცირდება, რისი თქმაც C ჰეპატიტზე არ შემიძლია, რადგან თუ პრევენციული ღონისძიებები არ გატარდა და C ჰეპატრიტით დაავადებულ ადამიანებს სახელმწიფო არ დაეხმარა, ეს რიცხვი კიდეევ უფრო გაიზრდება," - განაცხადა შიდსის ცენტრის ექიმ-ინფექციონისტმა ფატი გაბუნიამ.
სპეციალისტების თქმით, C ჰეპატიტის გავრცელება განსაკუთრებით მაღალია ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებლებში. სხვადასხვა მონაცემებით, მათი 50-80% C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელია, ოფიციალურად კი ყოველი მეორე - 53%.
C და B ჰეპატიტის გადაცემის გზები აივ-ინფექციის იდენტურია - სისხლით. დაბინძურებული შპრიცი ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტები, სტომატოლოგთან ან სალონში ვიზიტი, პედიკური და მანიკური. ჰეპატიტის ვირუსის სქესობრივი გზითაც გადაეცემა. თუმცა, როგორც ნარკოლოგები აღნიშნავენ, C ჰეპატიტით დაავადებულთა უმრავლესობა ნარკომანია და ვირუსის გადადება უმეტეს შემთხვევაში ზიარი შპრიცის მეშვეობით ხდება. სპეციალისტების თქმით, C ჰეპატიტის გავრცელების საფრთხე ყველაზე მეტად ციხეებში დგას.
მიუხედავად იმისა, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა უკვე შესაძლებელია და დღეს ევროპის ქვეყნებში ნარკოტიკების მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მასზე ტესტირება ჩაიტარონ და უფასო სამედიცინო პროგრამაში ჩაერთონ, საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებული ადამინებიისთვის ადექვატური მკურნალობა ხელმიუწვდომელია, რადგან ძალიან ძვირი ღირს. მაგ. დიაგნოსტირება 150-400 ლარი ჯდება, მკურნალობა კი 6-12 ათასი დოლარი.
სპეციალისტების თქმით, C -ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს ზრუნვის საგანი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტი რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფარული ეპიდემია კიდევ უფრო გაამძაფრებს დემოგრაფიულ კრიზისს.

ლანა ბერიძე

http://www.opentext.org.ge/07/resonance

2007.11.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006